ელიტ მოდელ ლუქი

ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯიას კონკურსანტები საერთაშორისო წარმომადგენლის მოლოდინში არიან

ELITE MODEL LOOK-მა ბევრი ახალი მოდელი აღმოაჩინა, რომლებიც წარმატებით გამოდიოდნენ დიდ ასპარეზზე და მონაწილეობდნენ ისეთ ცნობილ მოდელებთან ერთად ჩვენებებში, როგორიცი ადრიანა ლიმაა. ამჯერად კონკურსის გამარჯვებულები კანარის კუნძულებზე გაემგზავრებიან ფინალურ შოუში მონაწილეობის მისაღებად.

წელს კონკურსი 26 ივლისს ჩატარდება, სადაც 17 გოგონა და 12 ვაჟი ელიტის წარმომადგენლის, ჯენიფერ მეის წინაშე წარსდგებიან. თუმცა, მანამდე მონაწილეები მოსამზადებელ პერიოდს გადიან და რა თქმა უნდა, ჩვენი გადამღები ჯგუფიც ყველაზე საინტერესო ადგილას მოხვდა.

ქასთინგის შედეგად შერჩეული კონკურსანტი გოგონები და ვაჟები ინტენსიურად მოემზადებიან ფინალისთვის და ივლისის ბოლოს ელიტის წარმომადგენელი თავად შეარჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც ნოემბერში "Elite Model Look"-ის მსოფლიო ფინალზე გაემგზავრებიან.

"ელიტ მოდელ ლუქის" შესარჩევი ქასთინგი 1 ივლისს, თბილისში სავაჭრო ცენტრ "ჯითისიში" ჩატარდება.

მას შემდეგ რაც სამოდელო სააგენტო “IC Model Management-მა" “Elite Model Look Georgia-ს" ნაციონალური კასტინგი გამოაცხადა, მასში მონაწილეობის სურვილი არაერთმა ახალგაზრდამ გამოთქვა. სავაჭრო ცენტ "ჯი თი სი -ში" 500-მდე მონაწილე შეიკრიბა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა ვაჟებმაც გადაწყვიტეს.

ცხელი სეზონის მოახლოვება იმას ნიშნავს, რომ Image Centre-სთვის ყველაზე აქტიური პერიოდი იწყება. სამოდელო სააგენტო ორი მნიშვნელოვანი კონკურსისთვის ემზადება. მათ შორის პირველი Elite Model Look-ია, რომლის რეგისტრაციაც უკვე დაიწყო, 18 ივნისს კი “ისთ ფოინთში” ნაციონალური კასტინგი გაიმართება.

გამომდინარე იქიდან, რომ წელს ელიტ მოდელ ლუქში ასაკობრივმა ზღვარმა დაბლა დაიწია, მსურველების რაოდენობაც გაიზარდა, თუმცა Image Centre-ს საუკეთესოების ამორჩევა არ გასჭირვებია. ფინალისტებმა ერთთვიანი სამზადისი გაიარეს და საკუთარი შესაძლებლობებიც გამოსცადეს. მათი უმეტესობისთვის Elite Model Look პირველი სამოდელო გამოცდილებაა, თუმცა იმაში უკვე დავრწმუნდით, რომ ზემოთხსენებული ღონისძიება ნებისმიერი მოდელისთვის საუკეთესო სტარტია.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook