დიმა ნაფეტვარიძე

მოდელი რუსა ჩაჩუა ბიზნესმენ მეუღლესთან ერთად, რამდენიმე დღის წინ ვენაში გაემგზავრა. მათთან ერთად სამოგზაუროდ, წყვილის მეგობრებიც იმყოფებიან. ვენაში გამგზავრების მიზეზი, რუსას მეუღლის, დიმა ნაფეტვარიძის დაბადების დღეა. წყვილმა იუბილე სწორედ ავსტრიაში აღნიშნა. ორსულმა რუსა ჩაჩუამ მეუღლეს საკუთარ დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და სასტუმროს ნომერი, ოქროსფერი გულის ფორმის ბუშტებით მორთო. „ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, დიმუ მიყვარხარ ტკივილამდე, გილოცავ“ - წერს რუსა სოციალურ ქსელში.

უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი, რუსა ჩაჩუა მალე მეოთხე შვილის დედა გახდება. რუსა 3 თვის ორსულია და მეოთხე შვილს, მისი დიდი ოჯახი, სულმოუთქმელად ელის. ტელეწამყვანს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს, აჩო სახვაძესთან ქორწინება მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ბიზნესმენ და არქიტექტორ, დიმა ნაფეტვარიძეზე იქორწინა, დიმას და რუსას ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

რუსა ჩაჩუას და დიმა ნაფეტვარიძის წყვილი, გუშინ ეკა ხოფერიას შოუს ესტუმრა. დიმა ნაფეტვარიძე, კამერების წინაშე პირველად გამოჩნდა და ისიც იმიტომ, რომ რუსკამ სთხოვა. ბიზნესმენს საჯაროდ გამოჩენა არ უყვარს. რუსამ და დიმამ თავიანთი სიყვარულის შესახებ ისაუბრეს, როგორც მოდელის მეუღლემ აღნიშნა, რუსა ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. რუსამ "იმედის" ეთერში ხმამაღლა განაცხადა, რომ მეუღლე სიგიჟემდე უყვარს და მის გარშემო ყველას აბედნიერებს.

ქართველი ლამაზმანი რუსა ჩაჩუა მცირე ხნის წინ მეორედ დაქორწინდა. მისი მეუღლე დიმა ნაფეტვარიძეა. რუსა ინტერვიუებში ხშირად საუბრობს საკუთარ ბედნიერებაზე.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook