Demi Lovato

არავითარი სამოსი, არავითარი მაკიაჟი და არავითარი ფოტოშოპი - ეს ის სამი მოთხოვნა გახლავთ, რომელიც დემი ლოვატომ ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოგრაფს - პატრიკ ეკლესაინს წაუყენა. მომღერალი გლამურული გამოცემის ახალი ნომრისთვის სრულიად გაშიშვლდა და ეს კიდევ ერთხელ მოახერხა მედიის ალაპარაკება, თუმცა ეს სწორედ ის შემთხვევაა სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და ყვითელ გამოცემებს ძალიანაც რომ უნდოდეთ მომღერლის გაკრიტიკება, არაფერი გამოუვათ...

აი დადგა მომენტი, როდესაც დისნეის ყველაზე უწყინარმა ვარსკვლავმა საკუთარი ღირსებები თამამად ფოტოსესიაში წარმოადგინა. საუბარია დემი ლოვატოზე, რომელმაც ჟურნალ Complex-ისთვის საკმაოდ ინტიმური ფოტოები გადაიღო.

დემი ლოვატო და სელენა გომესი კვლავ საუკეთესო მეგობრები არიან და ოთხწლიან მეგობრობას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სელფით აღნიშნავენ - დისნეის ვარსკვლავებმა კარიერა ერთდროულად დაიწყეს და წლების განმავლობაში მათ არაერთი საერთო ჰქონდათ, მომღერლები ცხოვრებაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, ისინი ერთმანეთისთვის დროს ყოველთვის პოულობდნენ, თუმცა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი - სელენა და დემი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ერთად არავის დაუფიქსირებია.

დიდი შანსია რამდენიმეთვიანი გამოჯანმრთელების შემდეგ Demi Lovato-ს ისევ დეპრესია დაეწყოს და ამის მიზეზი მისი ოთხფეხა მეგობარი იქნება. მომღერლის საყვარელი ძაღლი - ბადი გარდაიცვალა. შემსრულებელმა სამწუხარო ამბავი თავის თაყვანისმცემლებს თვითერის საშუალებით ამცნო და გულისამაჩუყებელი წერილი გამოაქვეყნა.

1 ივლისს Demi Lovato-ს ახალი სინგლის - "Cool for the Summer"-ის ოფიციალური რელიზი შედგა. ნამუშევარი, რომელიც ელქტრონული ელემენტებით არის გაფორმებული შემსრულებლის VEVO-ზე თვის დასაწყისში გამოჩნდა და სულ რაღაც ორიოდე დღეში 3 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook