დებიუტი

გერმანიაში მოღვაწე საოპერო მომღერალის, გოჩა აბულაძის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

სოფო ბათილაშვილი სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტისთვის ემზადება

ნუცა ბუზალაძის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცეში სადებიუტო ფოტოგამოფენაც გამართა სახელწოდებით, „ელექტრონული ხილვები“. გამოფენისთვის გიორგი 4 წელი ემზადებოდა. ინსპირაციის წყაროდ კი, სწორედ 4 წლის წინ საჩუქრად მიღებულ ფოტოაპარატს ასახელებს.

27 წლის საბა ბავშვობიდან მღერის. ის ანსამბლ „შავნაბადას“ წევრია და მღერის ასევე ჯგუფ „ალილოში“. სოლო მომღერლად აქამდე ბედი დიდ სცენაზე არ უცდია. პროექტშიც მეგობრის რჩევით მოხვდა.

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

არაერთი ფესტივალის, კონცერტისა და კონკურსის მონაწილე ჯგუფი "ასეა სულ" და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა 2011 წელს ბათუმში შექმნეს. არაერთი წარმატების შემდეგ მუსიკოსებმა საქართველოში მასშტაბურ ფესტივალში პირველად მიიღეს მონაწილეობა. მათ სცენა არტ-გენმა დაუთმო, რომელმაც სტარტი თბილისში 17-ში აიღო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ჯგუფის სოლისტი ათინა გვეუბნება, ეს ფესტივალი მათთვის ერთგავარი ტრამპლინი იქნება, ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ.

თბილისური ტურის პირველი ჰედლაინერი ცნობილი მუსიკოსი სოფი ვილი გახლდათ, თუმცა ფესტივალის ფარგლებში დებიუტანტი. რომელიც ამერიკიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ახალი ალბომის პირველი კონცერტები ჩაატარა. შემდეგ იყო კიევი, სადაც ფესტივალ ატლას ვიქნედზე გამართა. ახლა კი ჯერი საქართველოშიც დადგა. ჩვენ მისი ჩაწერა კონცერტის დაწყებამდე მოვახერხეთ.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook