დავით ნარმანია

ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი განიხილეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. როგორც სხდომაზე ითქვა, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. დავით ნარმანიას განმარტებით, ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ოქტომბერში ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებით გამოწვეული სხვაობაც აუნაზღაურდებათ.

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა ნაწილობრივ გაიხსნილია. მოძრაობა დილიდან უკვე შესაძლებელია თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ასევე ხილიანის ქუჩაზე გადასვლა და ვაკეში, ჭავაჭავაძის გამზირზე მოხვედრა.

დედაქალაქის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ბრიფინგზე განაცხადა. მერის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების მიზნით 18 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია, 13 ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დაიწყება, დანარჩენი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ეტაპობრივად მოხდება.

TOP სიახლეები

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook