დავით ნარმანია

კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ხუთკილომეტრიანი გზა, ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება. თბილისის მერის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პროექტ “პანორამა თბილისს“ უკავშირდება სიმართლეს არ შეესაბამება.

თინა მახარაძე, სხვა ფეისბუქური პოსტებისგან განსხვავებით, ლაკონიურად ამჯობინებს აზრის გამოთქმას და წერს: "აპოლიტეისტი" (პოლიტ.ათეისტი) ვარ. ვერაფრით ვიჯერებ, რომ ნარმანია არსებობს“.

დასუფთავების მანქანები პიკის საათში თბილისის ვიწრო ქუჩებში აღარ იმუშავებენ. მერიამ დასუფთავების სამსახურის ავტომანქანების მუშაობის სპეციალური რეჟიმი შეიმუშავა.

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საბურთალოს რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

თბილისის მერია და წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ერთობლივ პროგრამას განახორციელებენ. შესაბამის მემორანდუმს ხელი დედაქალაქის მერმა და წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელმა მოაწერეს.

თბილისის მერია ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამუშაოების განხორციელებას იწყებს. თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და “თბილსერვის ჯგუფს” შესაბამისი დავალებები მისცა.

25 ოქტომბერს სოციალური პროექტი “თბილისიმარათონი” გაიმართება. მარათონი წელს მეოთხედ ტარდება და 10 კილომეტრის დისტანციას მოიცავს. ამჯერად, თბილისის ზღვის ნაცვლად ღონისძიება ცენტრალურ უბნებში ჩატარდება. მარათონში მონაწილეობის მსურველებს დარეგისტრირება 6 წლის ასაკიდან შეეძლებათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და თბილისის მერმა “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. “სასკოლო მზაობის პროგრამაზე” დარეგისტრირება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge უკვე დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 26 ოქტომბრამდე გასტანს, 2 ნოემბერს კი ბაგა-ბაღებსა და საჯარო სკოლებში პროგრამის განხორციელება დაიწყება.

NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ დედაქალაქის მერის მხარდამჭერთა რაოდენობა დაბალია. დავით ნარმანიას მუშაობით მხოლოდ 12 %-ია კმაყოფილი, 36% კი მის საქმიანობას ცუდად აფასებს.

TOP სიახლეები

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

გერმანელი მუსიკოსის დევიდ გარეტის ემოციური კონცერტი და შეხვედრა ქართველ მელომანებთან

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook