დათო ხუჯაძე

გადაცემა "ავტოგრაფის" სტუმარი, მომღერალი დათო ხუჯაძეა. წლების წინ, მან კარიერის აწყობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ სცადა და წარმატებულადაც შეძლო. ის რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და ყაზახეთში, უკვე ცნობილი მუსიკოსია. როგორი იყო წარმატების გზა უცხო ქვეყანაში და როგორი მამაა დათო ხუჯაძე, ამის შესახებ ის თავად გიამბობთ.

მაშინ, როცა ქართული შოუბიზნესი მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამ მწვერვალების სათავეში გვევლინებოდა "ბოიბენდი" "სახე", სწორედ მისი წევრი იყო მომღერალი დათო ხუჯაძე, რომელიც გოგონების გულთამპყრობელის სტატუს ინარჩუნებდა. 2000 წლიდან, დათოს შემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება – სოლო კარიერა. მის რეპერტუარში არაჩვეულებრივად ერწყმის ერთმანეთს სოული, დისკო, რეგის საცეკვაო რიტმები და ეთნიკური მელოდიები. ამის შემდეგ მომღერალმა მოღვაწეობა, რუსულ შოუბიზნესშიც სცადა და საკმაოდ წარამტებულიც აღმოჩნდა.

მომღერალი დათო ხუჯაძე რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მეზობელ ქვეყნებში კონცერტებზე სწორედ საქართველოდან დადის. დათო ხუჯაძეს რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში ხშირად იწვევენ კონცერტებზე. ცნობილია, რომ სომხეთში ჩატარებული კონცერტების გამო ის აზერბაიჯანში გარკვეული პერიოდის მანძილზე ე.წ. შავ სიაში იყო და კონცერტებზე აღარ იწვევდნენ. ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ დათო შავი სიიდან ამოიღო […]

დათო ხუჯაძის ქალიშვილი მელანო გუშინ 6 წლის გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავად დათომ დაწერა: "დღეს ჩემი გოგონა მელანო იუბილარია, მადლობა ნათია ონიანს ასეთი გოგონასთვის"

ქართველმა მომღერლებმა ქეთა თოფურიამ და დათო ხუჯაძემ კრემლში ჩატარებულ კონცერტში მიიღეს მონაწილეობა. მათ გარდა სადღესასწაულო კონცერტზე, რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერეს. ღონისძიებას ცნობილი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ესწრებოდა. კრემლში გადაღებული ფოტოები, სოციალურ ქსელში დათო ხუჯაძემ გამოაქვეყნა. „დაქალებულა“ წერს ხუჯაძე ქეთა თოფურიას ფოტოზე. დათომ პირად გვერდზე ემირ კუსტურიცასთან ერთად გადაღებული ფოტოც დადო, კომენტარით: „სადღესასწაულო კონცერტზე ემირ კუსტურიცასთან ერთად“.

დათო ხუჯაძეს თავს დაესხნენ - ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მომხდარს დეტალურად აღწერს.

კომედი შოუს თამამი და სექსუალური მსახიობის ნინი ონიანის გარშემო ჭორები ყოველთვის აქტუალურია. მას რომანს ხან ვისთან მიაწერენ, ხან ვისთან. გრძელ სიაში ერთ-ერთი პოპულარული მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გახლდათ. ამჯერად კი ნინიმ ვიდეო გაავრცელა, სადაც ის დათო ხუჯაძესთან ერთად იმყოფება. ვიდეო დათო ხუჯაძის იმ მუსიკალური კლიპიდან არის, რომლის პრემიერაც მალე შედგება.

ერთ ფინჯან ყავასთან ჭორაობა დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას გამოგიცდიათ. გინდათ ეს თუ არა თქვენი ცხოვრების ნაწილია. ეს ჩვენი ყოველდღიურობის არაფორმალური კომუნიკაციური პროცესია. ის შეიძლება იყოს ინფორმაცია ან დეზინფორმაცია. ამის ფართო არეალს კი კიდევ უფრო სოციალური ქსელი ზრდის.

ნინი ონიანმა სოციალურ ქსელში დათო ხუჯაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოები დათო ხუჯაძის ახალი კლიპზე მუშაობის მომენტს ასახავს.

TOP სიახლეები

დათო ხუჯაძე: “ჩემს მეუღლეს საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს…”

დათო ხუჯაძემ თათა სადრაძის გადაცემაში “ფორტუნას” ეთერში ისაუბრა დაოჯახების შესახებ. მისი მეუღლე მუსიკოსი ეკა დალაქიშვილი გახლავთ. – დათო, სულ ცოტა ხნის წინ მოიყვანე ცოლი. მოგვიყევი ცოტა რამ მის შესახებ? – ჩემი მეუღლე – ეკა დალაქიშვილი თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, სადაც ადრე მუშაობდა და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც. – რამდენადაც ვიცი, ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნები გქონდა გოგონების მიმართ? – სინამდვილეში, ყოველთვის […]

ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 8 მარტს არიან დაბადებულები

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს. დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ. 8 […]

ვიდეო: როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები გიორგი მახარაძემ და თამუნა ქორქიამ

მოდელი და მსახიობი, თამუნა ქორქია და მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი მახარაძე “იმედის” დილის გადაცემას სტუმრობდნენ და ისაუბრეს იმის შესახებ, როგორ დაამარცხეს მძიმე დაავადებები, გიორგიმ – სიმსივნე, ხოლო თამუნამ – დიაბეტი… თამუნა ქორქია: გააზრებულად რომ მივდგომოდი ჩემს დაავადებას, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდი, რადგან დიაბეტი არ არის ასეთი დაავადება… ძალიან დიდი პროტესტი მქონდა… სახალხოდ ვიკეთებდი ნემსს, სახალხოდ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook