ცხოვრება მშვენიერია

ფონდმა პროექტი, „მოდი თეატრში“ დაიწყო. თბილისში არსებული ყველა თეატრი მთელი წლის განმავლობაში ერთ საქველმოქმედო სპეკტაკლს ითამაშებს და იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებსაც ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ სახელმწიფო ვერ ეხმარება.

ამჯერად ფონდის დახმარება რუსუდან კვირიკაშვილს სჭირდება, რომლის მკურნალობისთვის 200 000 ლარია საჭირო. სწორედ ამიტომ, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქველმოქმედო ფონდმა „ცხოვრება მშვენიერია“ თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად გამართა.

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ამ ყველაფერში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩართულნი არიან. ამჯერად სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად პირველ ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

ფონდმა "ცხოვრება მშვენიერია", რომელმაც მოღვაწეობა სამი წლის წინ დაიწყო, უკვე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ამჯერად კი ფონდის წევრები 30 წლის დედის, მარი ხარძიანის დასახმარებლად გაერთიანდნენ. როგორც ყოველთვის, ამ წამოწყებას ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ.

შეცდით, თუ გეგონათ, რომ ეს სიუჟეტი იმის მტკიცებას დასჭირდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქველმოქმედება. მაგრამ ამას, რომ თავი დავანებოთ, ვერავინ უარყოფს, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან, მთავარი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ფონდს "ცხოვრება მშვენიერია" კარგად ესმის, რადგან მათ სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, სარეაბილიტაციო სახლის მშენებელობა დაიწყეს, სადაც პატარები ოჯახებთან ერთად, სრულიად უფასოდ შეძლებენ სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღებას. ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად კი ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომელსაც ქართველი მუსიკოსები სიამოვნებით შეურთდნენ. ოცამდე ჯგუფმა თუ ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, საზოგადოებას სცენიდან თანადგომისკენ მოუწოდა.

რითი ეხმარება “ცხოვრება მშვენიერია“ 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს - მორიგი საქველმოქმედო საღამო კეთილი ადამიანებისგან...

TOP სიახლეები

ვიდეო სტამბოლიდან: ნუცა ბუზალაძე თურქულ სიმღერას ასრულებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე დიდ მოგზაურობაშია. მან რამდენიმე დღე მოსკოვში დაჰყო, ახლა კი ვიდეოებს სტამბოლში მყოფი აზიარებს. ის ერთ-ერთ ვიდეოში სტამბოლის ერთ-ერთ კარაოკეშია, სადაც ერთ-ერთ ცნობილ თურქულ სიმღერას ასრულებს. ვიდეოს ბოლოს ნუცამ ამ შესრულებისთვის ბრავო დაიმსახურა. (ვიდეო)

ანასტასია ხაჩიძის ჩანახატი დედაზე: „მახსოვს, როგორ ჰქონდა ვენები, როგორ გასცვივდა თავისი ლამაზი ქერა თმა, ხმაშიც კი ბზარი შეეპარა…“

ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ინგლისურენოვანი ესსე, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა. ეს ჩანახატი ძალიან ემოციურია. ხათუნამ აღნიშნა: რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა!!!!!!“ გთავაზობთ მის სრულ ვერსიას: „მთელი ცხოვრების […]

ვიდეო: გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი სიმღერის ახალი ვერსია შემოგვთავაზესგიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.

გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook