City Magazine

თბილისობის ფარგლებში გამომცემლობამ „სითი“ წელს უკვე მეორედ, რჩეული ადამიანები დააჯილდოვა. მედიცინის, კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური ჯილდო და სიგელები გადაეცათ.

მორიგი თემატური წვეულებით ჟურნალი "სითის" ზაფხულის ნომრის გამოსვლას და ამ უკანასკნელის დამფუძნებლის დაბადების დღეს ერთდროულად აღნიშნავენ. ეკა ხოფერია იუბილარია, თუმცა ამ ქალბატონს საკუთარ დღეობაზე საჩუქრების გაკეთება სხვებისთვის უყვარს, ამიტომ მთელს ელიტარულ სამეგობროს თავი Uptown-ში მოუყარა და მანდილოსნები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით "დედოფლებად" აქცია.

სიმბოლურად 8 მარტთან დაკავშირებით ჟურნალმა “სითიმ“ თბილისი მოლში თანამედროვე წარმატებულ, საქმიან და ძლიერ ქალებს 8 მარტი მიულოცა, თავისი ვიქტორინით, პრიზებით და ფოტოსესიით. როგორია ცხოვრება წარმატებული ნაბიჯის მიღმა - ასეთი იყო ღონისძიების მთავარი სლოგანი.

თუ ხარ წარმატებული,მომხიბვლელი და გაქვს ამბიცია იყო პოპულარული, პრიალა ჟურნალის გარეკანს ერთხელ მაინც უნდა ამშვენებდე. განსაკუთრებით ისეთი გამოცემისას, როგორიც ჟურნალი “სითია“.

პრიალა ჟურნალი City, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმატებით უკვე 5 წელია ასპარეზობს, იუბილარია. მნიშვნელოვან თარიღს ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება და მკითხველს ინგლისურენოვან City-ის წარუდგენს. ჟურნალის ზემოთხსენებული ედიშენი მთლიანად ტურისტებზეა გათვლილი.

TOP სიახლეები

მარიკა თხელიძე: „ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია… რამე წაგართვით? რა გჭირთ?“

მარიკა თხელიძე ერთ-ერთი გახლდათ, ვინც ინაუგურაციას ესწრებოდა და ბეწვის ქურქში იყო გამოწყობილი. მომღერალი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მათ ჩაცმულობას მოჰყვა და დაწერა: „ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება მგონი ჯერ არ მოჰყოლია.  რა გჭირთ, დალოცვილებო, რამე წაგართვით მე და ჩემმა კოლეგებმა ან აზრი გკითხეთ ჩაცმასთან დაკავშირებით?! ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! სხვაზე ქილიკით?! რომელიც პატარა ადამიანების […]

სამოდელო სააგენტო “best models”-მა ექვსი წლის იუბილე აღნიშნა

სამოდელო სააგენტო „best models“-ი კი უკვე წლებია ამ საქმეს ემსახურება და საზოგადოებას მის მიერ აღზრდილი წარმატებული მოდელებიც ახსოვს.

ნინი ქარსელაძე და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია. გთავაზობთ ნინის სტატუსს: „ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook