Chris Brown

რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა შავი ზღვის საიუბილეო, მე-10 ჯაზფესტივალში მონაწილე მომღერლების ვინაობა, რომელთა შორის არის მსოფლიო ვარსკვლავი კრის ბრაუნი. ჯაზფესტივალში მასთან ერთად კონცერტს გამართავენ მაილს ელექტრიკ ბენდი, ლორენ ჰილი, პროდიჯი, ჯეიმი კალუმი, მეისი გრეი, ქუინსი ჯონსი და გლობალ გამბო ოლ სტარსი.

ცხოვრებაში რაღაც ყოველთვის ხდება პირველად და სწორედაც რომ კრის ბრაუნმა სასამართლო დარბაზი პირველად კმაყოფილმა და ბედნიერმა დატოვა. ნია გუზმანმა, შემსრულებლის შვილის დედამ და თავად კრისმა 1 წლის ქალიშვილმზე, როიალთიზე მეურვეობა მოსამართლის მოთხოვნით უნდა გაიყონ - როგორც სამართალდამცავი ორგანოები ამტკიცებენ, კრისი არაა ვალდებული პატარა როიალთის დედას ყოველთვიურად 15 ათასი დოლარი უხადოს, ამ თანხამ 2500 დოლარამდე დაიწია - წყვილი ხომ პატარა ქალიშვილთან თანაბარ დროს ატარებს, შესაბამისად, კრისის ფინანსური ვალდებულებები ყოფილ მეგობარ გოგონასთან ძალიან მცირეა.

კრის ბრაუნი ახლო მომავალში ფანებს კიდევ ერთი კლიპით გაანებივრებს - პაპარაცებმა შემსრულებელი ახალი ვიდეოს გადაღებებზე მაიამიში დააფიქსირეს. ჯერჯერობით უცნობია რომელ სიმღერაზე იღებს მუსიკოსი კლიპს, თუმცა გეტყვით, რომ ნამუშევარი საკმაოდ განსახვავებული, მხიარული და ენერგიული იქნება. რამდენიმე სცენაში კი ბრაუნი მოტოციკლითაც გამოჩნდება.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook