ჩემი ცოლის დაქალები

გვერდი „კაა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ლაშა ცუცქირიძეს ეპიზოდური როლი შეუსრულებია პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. ის ამ ეპიზოდში პოდიუმზე გამოდის. შეგახსენებთ, სერიალის ერთ-ერთ სეზონში ბიზნესმენები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და სწორედ ამ ეპიზოდში გადაუღიათ ახლა უკვე ყველასთვის ცნობილი „კაა“-ს ავტორი. (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეცამეტე სეზონი იწყება. უკვე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩიკასა და მისი ოჯახის ამბებზეა აქცენტი გაკეთებული. ახალი სეზონი „რუსთავი 2“-ის ეთერში 20 აპრილს, პარასკევს გავა. გადაღებები უკვე საკმაო ხანია მიმდინარეობს. მსახიობები საკმაოდ დაკავებულები არიანდ ა ყოველდღიურ რეჟიმშ სტუმრობენ გადასაღებ მოედანს. შეგასენებთ, რომ სერიალი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ხანგრძლივი პროექტია, რაც ქართულ ტელეთერში გასულა.  

  ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ პირველივე სეზონიდან თავქარიანი კატოს როლს ასრულებს. მსახიობი ამ როლით ფართო მაყურებლისთვის გახდა ცნობილი. კატოს ხშირად აკრიტიკებენ ბევრ მამაკაცთან ურთიერთობის გამო, თუმცა ბოლო სერიაში ცოლიან სანდროსთან ფლირტის გამო მაყურებელმა კრიტიკა არ დაიშურა და საკუთარ მოსაზრებებს რადიკალურად გამოთქვამს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს: ედიტა: „იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი, კატოსნაირი ,,ბოზი” ქალები წაიკითხავენ […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეთორმეტე სეზონის ბოლო სამი სერია ეთერში ამ პარასკევს, კვირას და ორშაბათს გავა. 26 თებერვალს ეს სეზონი დასრულებულად გამოცხადდება. შემდეგ სერიალი ერთი თვის განმავლობაში ტაიმ-აუტს გამოაცხადებს. როდის დაბრუნდება ეთერში, ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის პროდიუსერისგან, ირაკლი საღინაძისგან მივიღეთ. როგორც მან გვითხრა, მეცამეტე სეზონი ეთერში აპრილის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მის თაყვანისმცემლებს მცირე ლოდინი მოგიწევთ. […]

მსახიობი კახა მიქიაშვილი ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზასა და ვახოს შეკამათება მოუვიდათ, რა დროსაც ვახომ არ დაიხია უკან და ზაზამ საპასუხოდ აგური მიიღო.

დავით სამხარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იღებდნენ ერთ-ერთ სასაცილო და მხიარულ ეპიზოდს „ჩემი ცოლის დაქალებში“ ინესისა და დოჩის მონაწილეობით. მაყურებელმა თავად ეპიზოდზეც ძალიან იხალისა, თუმცა შიდა სამზარეულოს კადრები კიდევ უფრო გაგახალისებთ. (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ფროდოსა და ნუნუკას სასიყვარულო ამბავს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს მაყურებელთა შორის, მაგრამ ბევრიც – მოწინააღმდეგე. ნუნუკასა და ფროდოს პერსონაჟებს, გარდა ასაკისა, კიდევ ბევრი რამ აშორებთ, მათ შორის მენტალიტეტი. თანაცხოვრების პერიოდში ფროდო თანდათან აცნობიერებს, რომ ნუნუკას მთავარი საზრუნავი ამქვეყნად საჭმლის კეთება და ჭურჭლის დარეცხვაა, ხოლო ნუნუკასთვის შოკისმომგვრელია ამბავი იმის შესახებ, რომ თურმე მის ახალგაზრდა […]

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ დოჩი ალიშბაიას ქმრის, ტონი ოჩიგავას როლს ფოთში მცხოვრები მსახიობი, გიორგი სურმავა ასახიერებს. გიორგისთან ინტერვიუ ჟურნალმა „სარკემ“ ჩაწერა, რომელთანაც ჰყვება, როგორ დაამტკიცეს დოჩის საქმროს როლზე. როგორც გიორგი აღნიშნავს, ის რომ არა, ტონი ოჩიგავას როლის მორგება „ჩემი ცოლის დაქალების“ რეჟისორს, გიორგი ლიფოანასვ მოუწევდა… გიორგი სურმავა: „ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა…. (ვრცლად/ფოტოები)

ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, 20 წლის ანა ჯავახიშვილია. მან ჩვენი კამერების წინ მის როლსა და რეალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

TOP სიახლეები

კიმ კარდაშიანი ქართველი დიზაინერის სამოსით გამოჩნდა

39 წლის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ამჯერად პაპარაცებმა მაშნ დააფიქსირეს, როდესაც ის მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად გაჩერდა. ჩვენი ყურადღება კი ამ სიახლემ იმით მიიქცია, რომ კიმს ამჯერად ქართველი დიზაინერის სამოსი აქვს მორგებული. ტყავის კომბინიზონი, რომელიც ირაკლი რუსაძის მიერაა შექმნილი ბრენდისთვის Situationist. ეს არის რუსაძის ერთ-ერთი ნამუშევარი 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციისთვის. (ფოტოები)

სალომე ბაკურაძე 36 წლისაა

დღეს სალომე ბაკურაძის დაბადების დღეა. მომღერალს 36 წელი შეუსრულდა. დილიდან მისი ფეისბუქის გევრდზე არ წყდება მისალოცი პოსტები. ერთ-ერთი პირველი, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე, ლაშა ბასლანძე გახლდათ. ლაშამ მეუღლეს დიდი და ულამაზესი თაიგული მიართვა და დაწერა: “მადლობა სამყაროს, რომ შენ გაჩნდი ჩემთვის ამ ქვეყანაზე 💫 მიყვარხარ და ჩემს თავს ვულოცავ შენს დაბადებას! ❤️ იმიტომ, რომ […]

რატომ არ დაპატიჟა ცნობილი სახეები კახაბერ ცისკარიძემ ბათუმში საკუთარი შოურუმის გახსნაზე

1-ელ ივლისს, ბათუმში, კახაბერ ცისკარიძემ პირველი შოურუმი გახსნა. ტანსაცმლის დიზაინს უკვე სამი წელია ქმნის, თუმცა ახლა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეს კიდევ უფრო სერიოზულად მოეკიდოს და ორი ხაზი შექმნა, ერთი – თავისუფალი, ე.წ. ქეჟუალ სტილის სამოსია, მეორე კი უფრო მეტად ექსკლუზიური და სახელობითი. სამოსი ქართული ელემენტებითაა გაჯერებული, თუმცა თანამედროვე ელფერი აქვს მიცემული, ისევე, როგორც კახაბერის მუსიკას. […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook