ჩცდ

„ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალურმა სერიამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. შეურიგდება თუ არა ზაზა ცოლს, რომელმაც უღალატა, ამას მე-15 სეზონზე გავიგებთ, რომელიც სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება. ახლა სერიალში მცირე შესვენებაა. მაყურებელი განსაკუთრებულად მოიხიბლა სიმღერით, რომელიც სერიის ფინალურ სცენას ედო. მაშინ, როცა ზაზამ ქეთის მესიჯი მისწერა. სიმღერა ჯგუფ „არა“-ს ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა „სჯობს გვიან“. (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონის ფინალურმა სერიამ ისევ აალაპარაკა მთელი საქართველო, როგორც დანარჩენმა წინა ეპიზოდებმა ზაზასა და ქეთის შესახებ. ზაზამ მეუღლისგან გაიგო ღალატის ამბავი, თუმცა ისე არ მოიქცა, როგორც მისგან ყველა ელოდებოდა. ქეთი არც უცემია, მისთვის არც უგინებია, ვერც ის მოასწრო, რომ ექიმი აჩიკო ეცემა, რადგან ის ცოლ-შვილთან ერთად იყო… „მაპატია, მაგრამ არ შემირიგდა“, უთხრა […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები ქეთის ღალატის თემას ეძღვნება, მან ურთიერთობა დაოჯახებულ ექიმთან, აჩიკოსთან გააბა და მაყურებლის გულისწყრომა დაიმსახურა…  ამ პერსონაჟის გარშემო „ჩცდ“-ს „ფეისბუქ“-გვერდზე ათასობით კომენტარი იწერება, სადაც, ძირითადად, ქეთის პანაშვიდს ელოდებიან. მსახიობებს, ვინც ზაზას, აჩიკოს და ქეთის განასახიერებენ, ხშირად უსვამენ შეკითხვას, როგორ დასრულდება ეს ამბავი. სალომე შარვაძე „კურიერ პ.ს.“-სთან საუბრისას აღნიშნავს: „ვიღაცები მწერენ, თითია […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ საინტერესო ხაზი ვითარდება და კულმინაციას უახლოვდება. ქეთისა და ზაზას ოჯახი დაინგრა, თუმცა ზაზას გარდა ყველამ იცის მიზეზი. ქეთის აჩიკოსთან ღალატის შესახებ ჯერ მისმა დედამთილმა, ნაირამ გაიგო შემთხვევით, შემდეგბ კი ქეთიმ თავად გაუმხილა მეგობრებს, რომელთა რეაქცია მაყურებლისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ქეთი მორალურად არც ერთმა არ გაამხნევა თინას გარდა, ხოლო ყველა მათგანმა საკუთარ ქმრებსა და […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ აჩიკოსა და ეკას ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქეთის საყვარელი, ექიმი აჩიკო მეუღლეს ატყუებს, რომ ქეთი მხოლოდ და მხოლოდ მისი პაციენტია. მას შემდეგ, რაც ეკა ქმარს სთხოვს, დაურეკოს პაციენტს და მის თვალწინ დაელაპარაკოს, ექიმის საიდუმლოს ფარდა აეხდება… გთავაზობთ ამ ეპიზოდის ვიდეოს და კომენტარებს, რომლებიც მას მოჰყვა. აშკარაა, რომ ამ ამბავს მაყურებელი სერიოზულად განიცდის: […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ირაკლი ჩხიკვიშვილი დაქორწინდა. ის სერიალში შესრულებული ზურაშას როლით გახდა პოპულარული. მისი მეუღლე გაია ხაჩიძეა. გაია მომღერლისა და წამყვანის, აჩუ ფურცელაძის მეუღლე გახლდათ რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს პერიოდი აჩი და გაია ხან ქორწინდებოდნენ, ხან ერთმანეთს შორდებოდნენ და საბოლოოდ, დაშორდნენ კიდეც. აჩიც დაქორწინდა და როგორც ირკვევა, გაიაც. გაია ხაჩიძემ ირაკლი ჩხიკვიშვილის გვერდზე საკუთარი […]

“ჩემი ცოლის დაქალების” ცნობილმა ქართლელმა სიძე-ცოლისძმამ გადაწყვიტეს, ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული და უკვე ტრენდული “როგორ ხართ” საკუთარი ვერსიით წარმოედგინათ და ჩამაფიქრი განახორციელეს კიდეც. მათ ვარიანტს ძალიან ბევრი ნახვა და გაზიარება აქვს. ვიდეო შოთიკო ნოზაძემ საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ატვირთა.

მსახიობი კახა მიქიაშვილი ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზასა და ვახოს შეკამათება მოუვიდათ, რა დროსაც ვახომ არ დაიხია უკან და ზაზამ საპასუხოდ აგური მიიღო.

ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, 20 წლის ანა ჯავახიშვილია. მან ჩვენი კამერების წინ მის როლსა და რეალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

TOP სიახლეები

7 მიზეზი, რატომ მოსწონთ ქალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი

რატომ მოსწონთ ქალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი – სინამდვილეში მიზეზი სულ ორია. ქართველი სპორტსმენი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გახლავთ. მან სახელი, პოპულარობა და ხალხის სიყვარული, ბოლო წლებია, მოიპოვა. გარდა სუფთა სპორტული მიზეზისა, კიდევ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ის კონკრეტულად ქალთა სქესს იზიდავს და ეს მისი გარეგნული მონაცემებია – ნიკოლოზ ბასილაშვილი სუპერსიმპათიური მამაკაცია. გთავაზობთ 7 მიზეზს, […]

ფოტო: ზაზა ფაჩულიას ერთი დღე ოჯახთან

ცნობილი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, დიდი ოჯახის მამაა. მისმა მეუღლემ, თიკამ ახლახან “ინსტაგრამზე” ბედნიერი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს და 10 წელია, ერთად არიან. “ჩემი სამყარო” – დააწერა ფოტოებს ზაზა ფაჩულიას მეუღლემ. (ფოტოები)

ვიდეო: ანუკი არეშიძემ მარწყვი მოიყვანა

როგორც ჩანს, სხვათა მსგავსად, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ მიწათმოქმედებას მიჰყო ხელი. უამრავმა ქალბატონმა აირჩია გასართობად და დროის გასატარებლად სხვადასხვა ნარგავის გახარება. წყნეთის კერძო სახლში სადაც ანუკი მეუღლესთან, კახი კალაძესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, მან მარწყვი მოიყვანა. ამისი ამსახველი ვიდეო “ინსტაგრამის” სთორიში განათავსა და ვიდეოს ასეთი წარწერა გაუკეთა: “ჩვენი მარწყვები”. (ფოტო/ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook