ჩცდ

სოსო ხვედელიძე თეატრში, კინოსა და სერიალებში სახასიათო როლებით გამოირჩევა. „ჩცდ“-ში ექიმ აჩიკოს როლი ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული, წესით, არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობმა შეძლო, მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოეწვია. ყოფილა როლები, რომლებზეც უარი უთქვამს, მაგრამ აჩიკოს მსგავსი პერსონაჟი არასდროს უთამაშია და ეკა მჟავანაძის შეთავაზებით დაინტერესდა. მაყურებელი „ჩცდ“-ის გმირებს ზედმეტად რეალისტურად რომ უყურებს, ეს ახალი ამბავი არ […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანა ჩირაძე ჟურნალ „ოქეის“ ქართული გამოცემის გარეკანს ამშვენებს. ჟურნალმა მას ფოტოსესია გადაიღო და მცირე ბლიციც ჩაწერა. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო პასუხს „ოქეის“ ბლიციდან: საყვარელი ფრაზა: ბოლო ორი დღეა – „არ მეპიტნავება“ წიგნი, რომელიც ბოლოს წავიკითხე: რუთ პრაივერ ჯაბვალას „სიცხე და მტვერი“ ყოველდღე აუცილებლად: ჯერჯერობით ვიღვიძებ ჯაზი თუ პოპი: პანკროკი ყველაზე დიდ დროს ვხარჯავ: სუნთქვაში […]

სალომე შარვაძე, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონის ფინალური სერიების ერთ-ერთ მთავარ გმირს, ქეთის განასახიერებს, გუშინდელი ეპიზოდის შემდეგ აქვეყნებს სტატუსს, სადაც მადლობას უხდის„ ფორმულა კრეატივს“ ამ შესაძლებლობისთვის, რაც მისი პერსონაჟის ხაზის განვითარების შემდეგ მიეცა. სალომე წერს: „სულ მინდოდა ოსკარით ხელში , საოსკარე “სფიჩის” წარმოთქმა. ცოტა მერე… დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი , ყველაზე განსაკუთრებული სეზონი დასრულდა… […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალურ სერიებში ზაზას პერსონაჟის შემსრულებლის, გიორგი ბოჭორიშვილის სამსახიობო ოსტატობას აფასებენ როგორც მაყურებლები, ასევე პროფესიონალები. თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წერს, რომ გუშინდელი პერფორმანსის შემდეგ გიორგი ბოჭოროშვილი მისი ფავორიტი მსახიობების სიაშია. გთავაზობთ ლაშა ჩხარტიშვილის სტატუსს: „ყველა მსახიობის ცხოვრებაში და შემოქმედებაში დგება მომენტი, როცა ამოაფრქვევს ნიჭიერებას, გამოავლენს მის შემოქმედებით შესაძლებლობებს და პროფესიონალიზმს. მე-14 სეზონის ბოლო სერიებში […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ფინალურმა სერიამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. შეურიგდება თუ არა ზაზა ცოლს, რომელმაც უღალატა, ამას მე-15 სეზონზე გავიგებთ, რომელიც სავარაუდოდ, მარტიდან დაიწყება. ახლა სერიალში მცირე შესვენებაა. მაყურებელი განსაკუთრებულად მოიხიბლა სიმღერით, რომელიც სერიის ფინალურ სცენას ედო. მაშინ, როცა ზაზამ ქეთის მესიჯი მისწერა. სიმღერა ჯგუფ „არა“-ს ეკუთვნის და მისი სახელწოდებაა „სჯობს გვიან“. (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონის ფინალურმა სერიამ ისევ აალაპარაკა მთელი საქართველო, როგორც დანარჩენმა წინა ეპიზოდებმა ზაზასა და ქეთის შესახებ. ზაზამ მეუღლისგან გაიგო ღალატის ამბავი, თუმცა ისე არ მოიქცა, როგორც მისგან ყველა ელოდებოდა. ქეთი არც უცემია, მისთვის არც უგინებია, ვერც ის მოასწრო, რომ ექიმი აჩიკო ეცემა, რადგან ის ცოლ-შვილთან ერთად იყო… „მაპატია, მაგრამ არ შემირიგდა“, უთხრა […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიები ქეთის ღალატის თემას ეძღვნება, მან ურთიერთობა დაოჯახებულ ექიმთან, აჩიკოსთან გააბა და მაყურებლის გულისწყრომა დაიმსახურა…  ამ პერსონაჟის გარშემო „ჩცდ“-ს „ფეისბუქ“-გვერდზე ათასობით კომენტარი იწერება, სადაც, ძირითადად, ქეთის პანაშვიდს ელოდებიან. მსახიობებს, ვინც ზაზას, აჩიკოს და ქეთის განასახიერებენ, ხშირად უსვამენ შეკითხვას, როგორ დასრულდება ეს ამბავი. სალომე შარვაძე „კურიერ პ.ს.“-სთან საუბრისას აღნიშნავს: „ვიღაცები მწერენ, თითია […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ საინტერესო ხაზი ვითარდება და კულმინაციას უახლოვდება. ქეთისა და ზაზას ოჯახი დაინგრა, თუმცა ზაზას გარდა ყველამ იცის მიზეზი. ქეთის აჩიკოსთან ღალატის შესახებ ჯერ მისმა დედამთილმა, ნაირამ გაიგო შემთხვევით, შემდეგბ კი ქეთიმ თავად გაუმხილა მეგობრებს, რომელთა რეაქცია მაყურებლისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ქეთი მორალურად არც ერთმა არ გაამხნევა თინას გარდა, ხოლო ყველა მათგანმა საკუთარ ქმრებსა და […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ აჩიკოსა და ეკას ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქეთის საყვარელი, ექიმი აჩიკო მეუღლეს ატყუებს, რომ ქეთი მხოლოდ და მხოლოდ მისი პაციენტია. მას შემდეგ, რაც ეკა ქმარს სთხოვს, დაურეკოს პაციენტს და მის თვალწინ დაელაპარაკოს, ექიმის საიდუმლოს ფარდა აეხდება… გთავაზობთ ამ ეპიზოდის ვიდეოს და კომენტარებს, რომლებიც მას მოჰყვა. აშკარაა, რომ ამ ამბავს მაყურებელი სერიოზულად განიცდის: […]

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook