ჩცდ

„ჩემი ცოლის დაქალებში“ საინტერესო ხაზი ვითარდება და კულმინაციას უახლოვდება. ქეთისა და ზაზას ოჯახი დაინგრა, თუმცა ზაზას გარდა ყველამ იცის მიზეზი. ქეთის აჩიკოსთან ღალატის შესახებ ჯერ მისმა დედამთილმა, ნაირამ გაიგო შემთხვევით, შემდეგბ კი ქეთიმ თავად გაუმხილა მეგობრებს, რომელთა რეაქცია მაყურებლისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. ქეთი მორალურად არც ერთმა არ გაამხნევა თინას გარდა, ხოლო ყველა მათგანმა საკუთარ ქმრებსა და […]

„ჩემი ცოლის დაქალებში“ აჩიკოსა და ეკას ისტორიამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქეთის საყვარელი, ექიმი აჩიკო მეუღლეს ატყუებს, რომ ქეთი მხოლოდ და მხოლოდ მისი პაციენტია. მას შემდეგ, რაც ეკა ქმარს სთხოვს, დაურეკოს პაციენტს და მის თვალწინ დაელაპარაკოს, ექიმის საიდუმლოს ფარდა აეხდება… გთავაზობთ ამ ეპიზოდის ვიდეოს და კომენტარებს, რომლებიც მას მოჰყვა. აშკარაა, რომ ამ ამბავს მაყურებელი სერიოზულად განიცდის: […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ირაკლი ჩხიკვიშვილი დაქორწინდა. ის სერიალში შესრულებული ზურაშას როლით გახდა პოპულარული. მისი მეუღლე გაია ხაჩიძეა. გაია მომღერლისა და წამყვანის, აჩუ ფურცელაძის მეუღლე გახლდათ რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს პერიოდი აჩი და გაია ხან ქორწინდებოდნენ, ხან ერთმანეთს შორდებოდნენ და საბოლოოდ, დაშორდნენ კიდეც. აჩიც დაქორწინდა და როგორც ირკვევა, გაიაც. გაია ხაჩიძემ ირაკლი ჩხიკვიშვილის გვერდზე საკუთარი […]

“ჩემი ცოლის დაქალების” ცნობილმა ქართლელმა სიძე-ცოლისძმამ გადაწყვიტეს, ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული და უკვე ტრენდული “როგორ ხართ” საკუთარი ვერსიით წარმოედგინათ და ჩამაფიქრი განახორციელეს კიდეც. მათ ვარიანტს ძალიან ბევრი ნახვა და გაზიარება აქვს. ვიდეო შოთიკო ნოზაძემ საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე ატვირთა.

მსახიობი კახა მიქიაშვილი ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ვასოს როლში გამოჩნდა, რომელიც ზაზას მეგობარ ანას აწუხებს. ზაზასა და ვახოს შეკამათება მოუვიდათ, რა დროსაც ვახომ არ დაიხია უკან და ზაზამ საპასუხოდ აგური მიიღო.

ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, 20 წლის ანა ჯავახიშვილია. მან ჩვენი კამერების წინ მის როლსა და რეალურ ცხოვრებაზე ისაუბრა.

ნანუკა გულუა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ყოვლისშემძლე დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. მეგრელი ქალის სახე, რომელიც სერიალში შექმნა, მისთვის ნაცნობია. ზუგდიდელია და შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც სერიალში განასახიერებს, მისთვის ახლობელია. ხშირად ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟს ძალიან ჰგავს. ნანუკამ ამ სერიალით თავბრუდამხვევი წარმატება და პოპულარობა მოიპოვა, მასთან ფოტოების გადაღება სურთ, სთხოვენ, დოჩის რომელიმე ფრაზა თქვას. ნანუკა პროფესიით მსახიობი […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალ სეზონს არნახული წარმატება ხვდა წილად. პირველი რამდენიმე სერიიდან ამონარიდები სოცქსელში ყველაზე დიდი ინტენსივობით ვრცელდება. გიორგი გაბუნიამ „პოსტ სკრიპტუმში“ სიუჟეტი მეგრულ ენაზე წარადგინა… სერიებს ისეთი დიდი ინტერესით უყურებენ, რომ მასში შეცდომის აღმოჩენაც შეძლეს. ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ კენედის დაავადება, რომელიც ნინო მუმლაძის გმირს, ნათიას აღმოაჩნდა, სინამდვილეში არ შეიძლება, ქალს დაემართოს, […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ მეათე სეზონის ფინალური სერია ეთერში გუშინ, 20 იანვარს გავიდა. სერიალი მაყურებელს მცირე ხნით დაემშვიდობა. სავარაუდოდ, მას გაზაფხულზე კვლავ ვიხილავთ ეთერში. მანამდე კი „ჩცდს“-ს პერსონაჟები მის მაყურებელს მოენატრება. ფინალურ სერიაში მოვლენები დრამატულად განვითარდა – გარდაიცვალა ბიცოოლა ნორა. რასაკვირველია, ეს ამბავი გრიშა კაკაჩიასთვის სერიოზული დარტყმა იყო. ბოლო კადრი, სადაც გრიშა და მისი საახლობლო მანქანებით […]

TOP სიახლეები

ნანი ბრეგვაძემ შვილთაშვილს დაბადების დღე სიმღერით მიულოცა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის, ლევანის ვაჟს, ნიკოს დაბადების დღეს ულოცავს. პატარას მშობლები, ლევანი და ფუფა ტორტით ხელში არიან, ხოლო ქალბატონი ნანი, სხვებთან ერთად სიმღერას ასრულებს. ნანი ბრეგვაძე, როგორც ყოველთვის, ამ ვიდეოშიც შესანიშნავად გამოიყურება. მომღერალს ასაკი არ შეეტყო და მუდამ ფორმაშია. (ფოტო/ვიდეო)

ლელა წურწუმია 27 იანვარს კონცერტს „ოტიუმში“ გამართავს

ლელა წურწუმია ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად საახალწლო კონცერტების სერიას განაგრძობს. ამჯერად ის მსმენელის წინაშე, ბენდის ცოცხალი თანხლებით, რესტორან „ოტიუმში“ წარდგება ნინოობას, 27 იანვარს. ლელა წურწუმიას რეპერტუარში მსმენელისთვის ყველა საყვარელი სიმღერა შედის, რომელიც ალხებურად აქვს გაკეთებული ბენდსა და ბექვოკალთან ერთად. ლელა წურწუმიას საღამოები მუდმივად ანშლაგით მიმდინარეობს.

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook