ცეკვავენ ვარსკვლავები

ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება პროექტის ჟიურის წევრების ვინაობა. "იმედის დროს“ ცნობით, ჟიურის ერთ-ერთი წევრი იტალიელი დარენ ბენეტი იქნება. ბენეტი არაერთი მსგავსი კონკურსის ჟიურიში იყო, თუმცა საქართველოში წელს პირველად მოხვდება. დარენ ბენეტი უკვე გაეცნო "ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტების მონაცემებს, გარკვეული ინფორმაცია მოიძია საქართველოს შესახებ და თბილისში ჩამოსვლისთვის განსაკუთრებულად ემზადება.

პრომოს გავრცელების შემდეგ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ წელს პროექტში მონაწილეობას, ნუცა ბუზალაძე მიიღებს. მის გამოჩენას ინტერნეტ-მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნუცა "ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეხუთე სეზონშიც მონაწილეობდა, თუმცა ფეხის მოტეხვის გამო, პროექტს გამოეთიშა. "ნუცა ერთხელ ხო გამოდიოდა პროექტში და მეორედ რაღატო გამოგყავთ“, "ფეხი მოტყდა და მისცეს დაბრუნების უფლება“, "ვიცი, რომ ფეხი მოიტეხა და ეგ არაა გასასამართლებელი მიზეზი, სოფო ნიჟარაძეს მამა გარდაეცვალა და გამოეთიშა ავტომატურად პროექტს, დაბრუნებაზე ზედმეტია ლაპარაკი, გადაცემა მაინც გაუშვეს ეთერში და წესიერი სამძიმარიც არ გამოუთქვამთ..." - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

რაც შეეხება ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟს, რომელსაც ის სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები“ ასრულებს, ის შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს.

"ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. ვინ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, უკვე თითქმის ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე პროექტში გამარჯვებისთვის, რამდენიმე უცხოელი მონაწილე იბრზოლებს, მათ შორისაა ტურისტი ჯასპერ ბლექი და ბრაზილიელი მოდელი.

ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. “დამატებით მეთორმეტე ადგილას, ძალიან ბევრი ვიდეო მოვიდა წელს და უძლიერესი კონკურსანტები იყვნენ… ბოლოს განსაკუთრებით ორი ლიდერობდა, სალომე კოკუაშვილი და ოლიკო კობახიძე… გამომდინარე იქიდან, რომ სხვაობა ამ ორ მონაწილეს შორის თითქმის არაა და თან ორივე ძალიან საინტერესო იქნებოდა პროექტში, გამარჯვებული ამ მოცემულობით ჩვენთვის არის ორივე… ამიტომ ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება: […]

“ცეკვავენ ვარსკვლავებს” წელს, რამდენიმე უცხოელი მონაწილე ჰყავს. გარდა ჯასპერ ბლექისა, პროექტში იცეკვებს, ასევე ბრაზილიელი მოდელი, ანა ბაროსი. ინფორმაცია “მიუზიკ ბოქსს” “ცეკვავენ ვარსკვლავებშიც” დაუდასტურეს. პროექტის შესახებ დეტალები ორ დღეში გახდება ცნობილი

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეთა სია მკაცრად გასაიდუმლოებულია. თავად მონაწილეებიც ჯერჯერობით არაფერს ადასტურებენ მედიასთან. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, მალე დაიწყება პრომოს გადაღება, სადაც ყველა მონაწილე გამოჩნდება. მანამდე კი ყველა კონკურსანტს პრესასთან ურთიერთობა ამ თემაზე აკრძალული აქვს. „ფორტუნამ“ მაინც შეიტყო ექსკლუზიურად სიიდან რამდენიმე ცნობილი სახის შესახებ – მოკლედ, როგორც ჩვენ ვიცით, „ცეკვების“ ახალ სეზონში მონაწილეობას მიიღებს მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, […]

ჰოლანდიელი ტურისტი ჯასპერ ბლექი, რამდენიმე თვის წინ, მთელმა საქართველომ გაიცნო. ის მეექვსე მილიონი ტურისტი იყო, რომელიც საქართველოში შემოვიდა და მას ოფიციალური დახვედრა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მოუწყო. საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები ჯასპერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ასეთი რამ მხოლოდ ტელევიზორში ხდება. ხომ ასეა? კიდევ ერთხელ დაფიქრდით. ეს მე გადამხდა. მუდამ მადლობელი ვიქნები გასაოცარი ქვეყნის საქართველოსი, მისი შესანიშნავი, თბილი ადამიანების; მისი ულამაზესი ბუნების და არაჩვეულებრივი საჭმლის. მიყვარხარ საქართველო. Didi Madloba!

სულ მალე "იმედზე“ მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავები“ დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი ახალი პრომოდან ხდება, რომელშიც ქეთი ხატიაშვილი იღებს მონაწილეობას. ქეთი პროექტში მონაწილეობის მისაღებად იმ ადამიანებს იწვევს, ვინც ვარსკვლავი არ არის და სტიმულის მისაცემად, საკუთარ გამოცდილებას უყვება. როდის დაიწყება "ცეკვავენ ვარსკვლავები“ და ვინ მიიღებს პროექტში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.

TOP სიახლეები

პირველი ზარი “წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის” ბავშვებისთვის დაირეკა

პირველი ზარი "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის" ბავშვებისთვის დაირეკა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა “სადუნმა” უმასპინძლა

პირველკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე სკოლა "სადუნმა" უმასპინძლა

“ატელიე აუთლეთი” 1 წლის გახდა

"ატელიე აუთლეთი" 1 წლის გახდა

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook