ცეკვავენ ვარსკვლავები

ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის გუშინდელი გამოსვლა ჟიურიმ უმაღლესი ქულებით შეაფასა. წყვილებს პროფესიონალი მოცეკვავეები დაემატნენ და ცეკვებს ტრიო ასრულებდა. ირინკამ და ოთომ რამაზ ლაზარიშვილთან ერთად ცეცხლოვანი პასოდობლე შეასრულეს და ამიკო ჩოხარაძისა და ჯულიანა ბარგ-ნარის წყვილთან ერთად ტურის ლიდერები გახდნენ. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ეს იყო ტექნიკურად უნაკლოდ შესრულებული პასოდობლე და ირინკამ ამ შემთხვევაში თავისი სამსახიობო ნიჭი […]

„დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ – კინოტურში ირინკა კავსაძემ ლეგენდარული ბებიის, ბელა მირიანაშვილის როლი მოირგო და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ვენური ვალსი შეასრულა. როგორც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, ირინკასა და ოთოს ყველა ეპიზოდი მისთვის აღმოჩნენაა. სოფო შევარდნაძემ კი დასძინა, რომ ამ ნომრის ყურებისას კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია, ისევე, როგორც ირინკას და ოთოს […]

ირაკლი მაქაცარია თავის მეწყვილესთან ერთად უკრაინული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალისტია. მან თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომერი ტინა კეროლის ცოცხალი შესრულების ფონზე იცეკვა და ჟიურის აბსოლუტური სიმპათია და უმაღლესი ქულებში, ჯამში 30 ქულა დაიმსახურა. ეს ნახევარფინალური ტიპი იყო, შესაბამისად, ირაკლი და მისი მეწყვილე ფინალში გადავიდნენ.

გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას ქართული ცეკვა, რუსკა ქარქაშაძესა და იაკობ ყუფუნიას ჯუთასთან და ირინა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის ხანჯლურთან ერთად, სუხიშვილების ტურის განსაკუთრებული ნომრები გამოდგა. ასევე ძალიან კარგი აჭარული შემოგვთავაზეს ჯულიანა ბარგ-ნარმა და ამიკო ჩოხარაძემ. გუშინდელ ტურზე პროექტი არავის დაუტოვებია, ყველა მონაწილე პროექტში დარჩა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ილიკო და ნინო სუხიშვილები და გოჩა ჩერტკოევი. […]

„ცეკვავენ ვარსკვლავები“ ორკვირიანი პაუზის შემდეგ განახლდა და როგორც იქნა, მონაწილეებმა ჟიურის საქებარი სიტყვები დაიმსახურეს. როგოც გოჩა ჩერტკოევმა თქვა, ბევრი წყვილი წინა ეპიზოდზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა საცეკვაო პარკეტზე და უკეთესად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. გუშინდელი საღამოს თემა თავისუფალი იყო, შესაბამისად, წყვილებმა თავად შეარჩიეს სასურველი ცეკვები. ტურის ლიდერები გახდნენ გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა, რომლებმაც ვენური ვალსი […]

„გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღეს, 22:00 საათზე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნაცვლად, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა გადაცემის „პირისპირ“ სპეციალური გამოშვება. „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ 5 ნოემბრიდან, ჩვეულებისამებრ, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე იხილავთ“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პროექტის ორგანიზატორებმა გაავრცელეს. როგორც ცნობილი იყო, მთელი წინა კვირის განმავლობაში არც ერთი რეპეტიცია არ მიმდინარეობდა სულ სხვა მიზეზით, იმ […]

ლალი მოროშკინა ჟურნალ „თბილისელებთან“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარატავს. კითხვაზე, პროექტის დატოვების შემდეგ თუ დაუკავშირდა მას პროექტის გენერალური პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე და მოუწევს თუ არა მას თანხის გადახდა კონტრაქტის დარღვევისთვის. „ზოგადად, შეურაცხყოფა დასჯდადია და მე რატომ უნდა გადავიხადო ფული? იმედია, არხს ამ მხრივ პრეტენზია არ ექნება. ნოემ დამირეკა და შემომთავაზა პროექტში მონაწილეობა, მოლაპარაკებებიც […]

„ვადასტურებთ, რომ ლალი მოროშკინამ პროექტი დატოვა“ – ახლახან ეს წინადადება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ მონაწილემ პროექტის დატოვების მიზეზები რამდენიმე ორი დღის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ ვერ ეგუება ჟიურის წევრების უზრდელობას და მათ შეურაცხმყოფელ კომენტარებს კონკურსანტების მიმართ. მის ამ პოზიციას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ერთმა მონაწილემ, ირაკლი კაკაბაძემ, თუმცა ამს პროექტის დატოვების […]

ირაკლი კაკაბაძე ლალი მოროშკინას გადაწყვეტილებას ეხმიანება და დადებითად აფასებს. მისი თქმით, ჟიურის წევრებისგან უზრდელობა მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ ლალი მოროშკინამ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. ირაკლი კაკაბაძე წერს: „სრულებით ვეთანხმები ჩემს მეგობარს, ლალი მოროშკინას. არ ეკადრება ჟიურის წევრს შეურაცხყოფის მიყენება ნებისმიერი ადამიანისათვის. „ამათ უნდა ჩაიფსან“ – ეს საკუთარ შვილს არ უნდა აკადრო, არათუ ისეთ ადამიანს, რომელსაც უამრავი რამე […]

TOP სიახლეები

Fashion Time – მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე

მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე.

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook