BOOM MODELS GEORGIA

"ბუმ მოდელსი" მათ სხვადასხვა მასტერკლასს უტარებს, მათ შორის კი მთავარ დეფილეს, მასტერკლასს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკურსანტებისთვის, რადგან ისინი პოდიუმზე თამამად წარსდგნენ საზოგადოების წინაშე.

კონკურსანტები 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. პირველი შესარჩევი ქასთინგი უკვე გაიმართა, თუმცა მათ ვინც ჯერ კიდევ ვერ მოასწრო რეგისტრაცია, კვლავ შეუძლიათ ესტუმრონ მისტერ და მის თბილისის ოფიციალურ ფბ გვერდს და მიიღონ მონაწილეობა მეორე შესარჩევ ტურში.

რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ, რომ მთავარი ადამიანის შინაგანი სამყაროა, პირველი რასაც მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ყურადღებას აქცევენ, ვიზუალური მხარეა. გარეგნობა ყველასთვის გარკვეულ სტანდარტებშია მოქცეული. ამ ყველაფრის უკეთ შეფასებისთვის, სილამაზის კონკურსები ნათელი მაგალითია. უკვე წლებია საქართველოში ყველაზე ლამაზი თბილისელი გოგონას და ბიჭის ტიტულის მოსაპოვევლად, უამრავი კონკურსანტი იბრძვის. წლევანდელი კონკურსის ჩატარების პატივი კი სამოდელო სააგენტო "boom models" ერგო.

"მისტერ და მის თბილისის მონაწილეები" 2 კვირიან მოსამზადებელ პერიოდს გადიან, რადგან მალე დასკვინით შოუ ელოდებათ და თითოეულ მათგანს, სურვილი აქვს ჩვენი ქალაქის სახე გახდეს. 8 გოგონა და 7 ბიჭი, ერთმანეთს კონკურენციას უკვე დიდ პოდიუმზე გაუწევს, სადაც მათ თავიანთი შესაძლებლობების ჩვენება, კომპეტენტური ჟიურის წინაშე მოუწევთ. ფინალამდე ორი დღეა დარჩენილი, მიუზიკ ბოქსის გადამღები ჯგუფი კი კონკურსანტებს, დასკვნით საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ესტურმა, რომლებიც ესთეტიკის ცენტრ "ჰარმონიაში" სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებდნენ.

რა არის სილამაზე და რატომ ბჭობენ მასზე ამდენს? ალბათ, ამაზე პასუხის მოძებნა გაგვიჭირდება, რადგან ეს ცნება ძალიან ცვალებადია. თუ შუა საუკუნეების რაინდები ფერხორციან ქალებს აფასებდნენ, XV საუკუნის იტალიელები ჭკუას მაღალშუბლიან ქალბატონებზე კარგავდნენ. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ სილამაზის კრიტერიუმები ინდიდვიდუალურია. ამისთვის კი სილამაზის კონკურსები არსებობს, რომლებიც საქართველოში მრავლად გვაქვს და მათ შორის ერთ-ერთი „მის და მისტერ თბილისი“ გახლავთ, რომელსაც წელს 5 წლის საიუბილეო თარიღი უსრულდება და ამჯერად სამოდელო სააგენტო "BOOM MODELS GEORGIA-ს" ორგანიზებით ტარდება.

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook