ბიგ თიკო

ამ ძველი და ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახლებური ვერსიით გაჟღერება ქეთი გომართელმა და ლექსენმა ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს, ჰიტი ძალიან საინტერესო გამოვიდა და მომღერლებმა მისი გაზიარება მეგობრებისთვის საკმაოდ მშვიდ გარემოში გადაწყვიტეს. მათი მეგობრების სიაში კი ჩვენც აღმოვჩნდით.

თუ ჰოლივუდს მის ელიოტი და ნიკი მინაჟი ჰყავს, ჩვენთან ჯერ კიდევ 90-იანებში BIG თიკო გამოჩნდა, ახლა კი ამ ჟანრის გამგრძელებელი ეკუნა ყანჩაველი გახლავთ. გოგონა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო რგოლების განთავსებით შეძლო. შეუძლებელია მის facebook გვერდზე ან Instagram-ზე მოხვდე და ერთმა მისმა სახუმარო ვიდეომ შენი გაღიმება ვერ შეძლოს. ამჯერად ეკუნა ყანჩაველმა მუსიკალური კლიპის პრემიერაზე მიგვიწვია, სადაც მომღერალი იმ პრობლემებზე გვესაუბრება, რაც თავად აწუხებდა.

TOP სიახლეები

ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი გაბედნიერდა (ფოტოები)

რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ. წყვილმა ჯვარი 22 ივნისს დაიწერა. ულამაზესი პატარძლის მშობლები მეორე დღეა, მილოცვებს იღებენ. აღსანიშნავია, რომ შვილის ქორწილში შესანიშნავ ფორმაში იყო მანანა კოზაკოვა, რომელმაც ამ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად დაიკლო. შეგახსენებთ, თინათინიც ხელოვნების სფეროშია დაკავებული. ის მოცეკვავეა და „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. […]

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

ილიკო სუხიშვილი და ბექა გოჩიაშვილი საპროტესტო აქციაზე (ფოტოები)

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook