ბერა

ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერაზე კლიპი მალე გამოვა. ბერას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეოს ანონსი, თავად ვიდეო კი მალე გახდება ხელმისაწვდომი ინტერნეტში. სიმღერა ბერამ კოტ დ’ივუარში ჩამოყალიბებულ ჰიპ-ჰოპ ჯგუფთან KIFF NO BEAT ჩაწერა. ისინი ფრანგულ ენაზე რეპავენ. როგორც ბერას თაყვანისმცემლები წერენ, ერთი სული აქვთ, როდის გამოვა ახალი საზაფხულო სიმღერა. (ვიდეო)

ბერა ივანიშვილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე რეპერ ზაზა ნოზაძესთან (SF-X) ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კოლეგებს შორის, როგორც ჩანს, გაუგებრობა იყო, რაც, ბერას თქმით, აღმოიფხვრა და ისინი ერთობლივ ტრეკზე მუშაობენ. ბერა წერს: „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია”. მიხარია, რომ გაუგებრობა მეგობრობით დასრულდა და საერთო სიმღერით დაგვირგვინდება. ერთმანეთის გულის ტკენა მარტივია, სიყვარულს კი მუდმივად გაფრთხილება სჭირდება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! […]

ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერა Sans Retour კლიპთან ერთად „იუთუბზე“ ახლახან განთავსდა. ვიდეო უკვე საკმაოდ პოპულარულია. ბერას თაყვამისმცემლები შემდეგ კომენტარებს წერენ: „რა ნაზი მელოდია! ტექსტიც კარგია“. „ბერა, შესანიშნავი ხმა გაქვთ…“ „ბერა, შენ საუკეთესო ხარ!..“ „შესანიშნავი სიმღერაა“ „კარგია და ფრანგულიც კარგი ენაა“ „ქართულებს რა პონტში არ წერ?“ „სუპერ! ძალიან კარგი სიმღერები გაქვთ…“

ბერა ივანიშვილი ამ ბოლო დროს საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს და ახალი სიმღერებითა და კლიპებით ანებივრებს თაყვანისმცემლებს. ახლახან მან თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სასიყვარულო ბალადაზე „Bed Of Roses“ გადაღებული ახალი ვიდეო განათავსა. კლიპი „იუთუბზე“ 18 ნოემბერს გამოქვეყნდა და ის უკვე 188,556-მა ადამიანმა ნახა. (ვიდეო)

„Parlez Vous Français“ ბერა ივანიშვილის ახალი ვიდეოა, რომელსაც იუთუბზე უამრავი ნახვა დაუგროვდა. შემსრულებელმა ახლახან ამავე სიმღერის აკუსტიკური ვერსია განათავსა. კლიპში ის ვიოლინოსა და გიტარაზე უკრავს. ვიდეორგოლს, ძირითადად, უცხოენოვანი მსმენელი აკომენტარებს. ერთ-ერთი წერს, რომ ბერას ამ ფრანგულონოვანმა სიმღერამ ფრანგული ენის უკეთ შესწავლა მოანდომა. „ღმერთო, ძალიან კარგად გამოიყურება, როცა ვიოლინოზე უკრავს“, „ეს ახალი ედ შირანია?“, „ასე რა, […]

ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეპერისა და მომღერლის ახალ ფრანგულენოვან ნამუშევარს – „Parlez-Vous Français“ (ლაპარაკობ ფრანგულად?) 100 000-ზე მეტი ნახვა აქვს, „იუთუბზე“ კი ნახვების მიხედვით საქართველოში პირველ პოზიციას იკავებს. ბერას ახალ კლიპში ის უცხოელი მოდელი გოგონა მონაწილეობს, რომელიც ბოლო დროს სულ მის გვერდით იყო. ვიდეორგოლი ბათუმშია გადაღებული და […]

ბერა ივანიშვილი საკუთარ ოფიციალურ „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ფოტოს, სადაც თავის დასთან, გვანცასთან ერთად არის გამოსახული, ფოტო მათ ბავშვობაშია გადაღებული. ბერა წერს: „გვანცა, გილოცავ დაბადების დღეს“. ფოტოს უამრავი მოწონება და გამოხმაურება ხვდა წილად. ბერასგან განსხვავებით, მისი უფროსი დედმამიშვილები, გვანცა და უჩა ნაკლებად საჯარო ცხოვრებას ეწევიან და მათი ფოტოები მედიაში თუ სოცქსელში თითქმის არ ხვდება.

Mercedes-Benz Fashion Week TBILISI 2017- ზე დიზაინერ ანუკი არეშიძის კოლექციის ჩვენება გაიმართა. 2017-2018 წლის შემოდგომა - ზამთრის კოლექციაში, დიზაინერმა აქცენტი ყვავილებსა და ქართულ ანბანზე გააკეთა. ჩვენებას ესწრებოდა დიზაინერის მეუღლე, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ბერა ივანიშვილი და სხვები. ანუკიმ მათთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სტუმრებს კოლექციაში გამოყენებული ქართული ანბანის თემატიკა მოეწონათ. აღსანიშნავია, რომ სტუმრები მოდის კვირეულზე სადა სამოსში გამოწყობილები მივიდნენ.

ქართველი მომღერლის, მუსიკოსის და კომპოზიტორის პირველმა სინგლმა "Favorite Things“, მსმენელებისგან მოწონება მალევე დაიმსახურა. მას შემდეგ ბერამ მსმენელს არაერთი ახალი სიმღერა და მუსიკალური ვიდეო შესთავაზა. ბერა ამერიკაში მოღვაწეობს, თუმცა არასოდეს ავიწყდება, რომ ქართველ მსმენელს თავისი რეპერტუარი გააცნოს, ბერას საქართველოში უამრავი ფანი ჰყავს, რაც 2013 წელს, მისმა რიგით მეორე მუსიკალურმა ტურნემ "ჩვენ ვართ საქართველო“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

TOP სიახლეები

„დატოვე შენი კვალი ჯიპაში“ – პროექტი, რომელიც საზოგადოებრივ საქმეთა ხელშეყობისთვისაა

ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერაა ორგანიზებული. ღონისძიების მიზანია გააერთიანოს უნივერსიტეტის გულშემატკივრები საერთო საქმისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი სტუდენტებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნას.

კამპანია „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ერთი მედიატური ფშავ-ხევსურეთში მოეწყო

კორშა, დათვისჯვრის უღელტეხილი, ლებაისკარი, შატილი, მუცო, ჩარგალი - იმოგზაურეთ ჩვენს გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოს გამორჩეულ ადგილებში.

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook