ბექა გოჩიაშვილი

ილიკო სუხიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, სოფო ბათილაშვილი და აქციაზე დამსწრე მოქალაქეები ფოტოგრაფ ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში მოხვდნენ. ყველა მათგანს ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული აქციაზე დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც ტყვიები თვალებში მოხვდათ… „ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ…“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია, რომელიც რუსი კომუნისტი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას […]

ბექა გოჩიაშვილი „იმედის დღის“ სტუმარი გახლდათ. ჯაზპიანსიტმა ისაუბრა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, არ გამგზავრებულიყო სტენლი კლარკის ბედნთან ერთად კონცერტებზე, რომლებიც ტურნეს ფარგლებში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დაიგეგმა. როგორც ბექა აღნიშნა, სტენლი კლარკი თანახმა იყო, რუსეთში ორი კონცერტი საქართველოში ერთ კონცერტზე გაეცვალა, მაგრამ ამ კონცერტის გამართვა ვერ მოხერხდა. ბექა გოჩიაშვილი: პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ იმას, რომ მოსკოვში დაკვრის შემოთავაზება […]

ცნობილი ქართველი პიანისტი, ბექა გოჩიაშვილი, მოგეხსენებათ, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში მოღვაწეობს. ბენდმა ახლახან გამოსცა ალბომი, ახლა კი ტურნე აქვთ დაგეგმილი. კონცერტები მთელ მსოფლიოში გაიმართება, მათ შორის რუსეთშიც, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, თუმცა ქართველი პიანისტი რუსეთში გამგზავრებას არ აპირებს. ბექა სოციალურ ქსელში დაგეგმილი კონცერტების ნუსხას აქვეყნებს და წერს: „2019 წლის გაზაფხულის ტურნე. მე დავუკრავ ყველა […]

ბექა გოჩიაშვილმა საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად 25 და 26 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საშობაო კონცერტები გამართა. რასაკვირველია, ღონისძიებებმა საინტერესოდ და უამრავი აპლოდისმენტის ფონზე ჩაიარა. ბექასთვის ეს საღამოები გამორჩეული იყო, რადგან ის მცირე ხნის წინ გამოემშვიდობა თავის დიდ მეგობარსა და მხარდამჭერს, ნიკა რურუას. შეგახსენებთ, პოლიტიკოსი დეკემბერში გარდაიცვალა. ბექას ყველა პოსტი, მას […]

მელომანები მისი და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტის მოსასმენად შეიკრიბნენ და მართლაც, ეს ორი გენიალური მუსიკოსი ტრადიციულ-კონსერვატულ დარბაზს გასცდნენ და მუსიკის მოყვარულები ორიგინალურ გარემოში შეკრიბეს.

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]

13 სექტემბერს, ახალ ამფითეატრში სახელწოდებით „უღრან ტყეში“ გაიმართება ბექა გოჩიაშვილისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ბილეთები უკვე დაიდო საიტზე tkt.ge. კონცერტი საღამოს შვიდზე იწყება, თუმცა კარი გაიხსნება 16:00 საათზე. ღონისძიების შემდეგ წვეულებაა დაგეგმილი. ბილეთების ფასი 20-80 ლარია. ნიკოლოზ რაჭველი ნანატრ კოლაბორაციასთან დაკავშირბეით ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „13 სექტემბერს, ზემო წყნეთში ჩვენი მეგობარი […]

ბექა გოჩიაშვილი უკვე დიდი ხანია, „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავს. ახლახან მათ ერთობლივი ალბომიც გამოსცეს, სადაც ბექა გოჩიაშვილმა ბევრ ადამიანს გადაუხადა მადლობა. მათ შორის არიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა და ყველა ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საქართველოს ემსახურება. „ჩემი მადლობა სტენლი კლარკის ბენდს, ჩიკ კორეას, ლენი უაითს, ქეით ჯარეთს, […]

3 წლის ასაკში ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო, 10 წლის ასაკში უკვე უკრავდა სხვადასხვა ჯაზ კლუბებში, სწავლობდა ნიუ იორკში ჯულიარდის სკოლაში, ახლა ის გრემის რამდენიმეგზის მფლობელ, სტენლი კლარკთან ერთად უკრავს ბენდში. 28 თებერვალს კი კონსერვატორიის დარბაზში კონცერტს გამართავს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook