Art Gene

როდესაც ქართული ალტერნატიული მუსიკის სათავეებს ვიხსენებთ, მის სადარაჯოზე ყოველთვის რობი კუხიანიძე იდგა და მუსიკით თავის სათქმელს ამბობდა. ესაა მისი თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის ყველაზე ადვილი და მისაღები ფორმა, რომელსაც თამაში არ ჭირდება. ახლა კი თავის ჯგუფთან Outsider-თან ერთად Art-გენი 2017-ის ერთ-ერთი ჰედალინერია. სანამ სცენაზე ფეხს დააბიჯებდნენ, ჩვენ მისი ჩაწერა მანამდე მოვახერხეთ.

არაერთი ფესტივალის, კონცერტისა და კონკურსის მონაწილე ჯგუფი "ასეა სულ" და-ძმა ბექა და ათინა ჯანუაშვილებმა 2011 წელს ბათუმში შექმნეს. არაერთი წარმატების შემდეგ მუსიკოსებმა საქართველოში მასშტაბურ ფესტივალში პირველად მიიღეს მონაწილეობა. მათ სცენა არტ-გენმა დაუთმო, რომელმაც სტარტი თბილისში 17-ში აიღო და 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც ჯგუფის სოლისტი ათინა გვეუბნება, ეს ფესტივალი მათთვის ერთგავარი ტრამპლინი იქნება, ქართველ მსმენელს საკუთარი შემოქმედება წარუდგინონ.

ფოლკლორულმა ფესტივალმა „არტ-გენმა“ უკვე მოიარა სხვადასხვა ლოკაცია საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უამრავი საინტერესო ღონისძიება. 17 ივლისიდან კი „არტ-გენი“ სტარტს უკვე თბილისში აიღებს და რამდენიმე დღეს გასტანს. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. 17 ივლისს ის სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება. ქართველი შემსრულებელი ღონისძიებაზე ბენდთან ერთად წარდგება და კომპოზიციებს ახალი ალბომიდან შეასრულებს. 18 ივლისს მთავარ სცენას ბათუმური ჯგუფი Asea Sool დაიკავებს, […]

არტგენის წლევანდელი ლაინ აფი - როდის გადმოინაცვლებს თბილისში ქართული ფოლკლორული მუსიკის ფესტივალი…

TOP სიახლეები

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

როგორ რეპავს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლი ქართულად (ვიდეო)

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი, რამდენიმე წელია, დაქორწინებულია. მისი მეუღლე, უკრაინელია, მარინა კარპი. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. მარინა ფოტოგრაფია და წელიწადის ნაწილს საქართველოში ატარებს, ნაწილს – უკრაინაში. გიგიმ მაქსიმალურად შეუწყო ხელი მეუღლეს, რომ მას მუშაობა შესძლებოდა. მარინა ახლა უკრაინაშია. მან თბილისის სიყვარული და მონატრება ვიდეოთი გამოხატა, სადაც ასახულია, როგორ რეპავს ის თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook