არ დაიდარდო

ახალ პროექტთან დაკავშირებით მომღერალი და მუსიკოსი, რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ ესტუმრნენ, სადაც ახალი სიმღერა დააპრემიერეს. სიმღერა „რაჭული ალილაო“ გელა კაციტაძის ტექსტზეა დაწერილი, რომელიც გიორგი გვარჯალაძის სტუდიაში ჩაიწერა.

საქართველოს ყველაზე რეიტინგულ რადიოში ანსამბლ "ჰერიოს" სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერის ავტორი ანუკი ცქვიტინიძეა, ტექსტის ავტორი მანანა სიამაშვილი, ხოლო არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის.

"არ დაიდარდომ" დაბადების დღე, თანამშრომლებისა და მეგობრების გარდა, ცნობილ მომღერლებთან, ნატო გელაშვილთან, თბილისურ პროჯექტთან და ლაშა ღლონტთან ერთად ქალაქგარეთ აღნიშნა. როგორც უკვე მიხვდებოდით, რადიოს დაბადების დღეს გიტარის, ქართული ჰანგებისა და ქართული ტრადიციული სუფრის გარეშე არ ჩაუვლია.

ყველაზე ეროვნული და სახალხო პროექტი „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები, სოფო ბათილაშვილი და კონსტანტინე კარანაძე თაკო მექვაბიძის გადაცემა „რადიო დუეტს“ სტუმრობდნენ, სადაც პროექტის შესახებ ისაუბრეს.

ერთგულმა მსმენელებმა კარგად იციან, რომ 31 დეკემბერს რადიო ფორტუნა 20 წლის, ხოლო ავტორადიო 10 წლის ხდება, ამიტომაც ჰოლდინგის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს საიუბილეო წელი ფართომასშტაბიანი ღონისძიებით აღენიშნათ, რა თქმა უნდა, საკუთარ აუდიტორიასთან ერთად.

ის საზოგადოებამ განსაკუთრებით მაშინ გაიცნო, როდესაც მომღერალ გიორგი დათიაშვილთან ერთად "წითელი ბასანოჩკები" შეასრულა და ჰიტის სტატუსიც შეიძინა. მას შემდეგ თაკო მელიქიშვილი სიმღერებს აქტიურად წერს და ამჯერადაც, რადიო "არ დაიდარდოს" ეთერში მსმენელს ახალი სიმღერის პრემიერა შესთავაზა.

ყველაზე უდარდელი რადიოს "არ დაიდარდოს“ წამყვანები, აგერ უკვე 13 წელია FM 96,7 სიხშირეზე, თქვენი განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. თუ საქართველოში პირველ ივნისს პატარები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, “არ დაიდარო” საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობს.

ლაშა რამიშვილს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ის წარმატებული მსახიობი, მომღერალი და მუსიკალური წამყვანია. წარმატებული კარიერის შექმნაში, ლაშას მისი მეუღლე, ბელა ნოზაძე ეხმარება, რომელიც ქმარს ყველაფერში ხელს უწყობს. ლაშამ და ბელამ ერთმანეთი, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. მათი ურთიერთობა არაორდინალურად დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა.

- 9 მარტს მქონდა კონცერტი ისრაელში, ქალაქ ხულონში, სადაც უამრავმა ემიგრანტმა მოიყარა თავი. კონცერტი საკონცერტო დარბაზ "ვიოლაში“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით მე, ნინო ჩხეიძე, მანანა თოდაძე და კაკული გურიელაშვილი. მე მეორედ ვიყავი ისრაელში და ამ ღონისძიებას უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა ჩემთვის და ემიგრანტებისთვის. ემოციური დახვედრა მოგვიწყვეს და მეორე დღეს ისევ შევხვდით, უამრავი ფოტო გადავიღეთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით საქართველოში.

TOP სიახლეები

Fashion Time – მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე

მამაკაცის ხაზი ავთანდილისგან და ლელა წურწუმიას დისშვილის დებიუტი პოდიუმზე.

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა. გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა: „ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook