ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში საკუთარი ვიდეო „ბედნიერი ერი“ გააზიარა, რომელიც 2009 წელს გადაიღო. მომღერალი აღნიშნავს, რომ ამაყობს – არც ერთი ხელისუფლების ფავორიტი მომღერალი არ ყოფილა. ანრი წერს: „ვამაყობ, რომ არასოდეს ვყოფილვარ კოლექტიური აზროვნების. ეს კლიპი 2009 წელს შეიქმნა, მაშინ როცა მთავრობის კარზე ზოგიერთები სასათბურე პირობებს იქმნიდნენ. ამიტომაც არ ვარ არც ერთი ხელისუფლების ფავორიტი მომღერალი. პროტესტი […]

ახალი წლის განწყობას და იმის შეგრძნებას, რომ მალე 2018 წელი შემოაბიჯებს, ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ახალი სიმღერა, სახელწოდებით, "თოვს", მეტად აგიმაღლებთ.

თემო საჯაიას „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც მომღერალს ეკუთვნის, მან დუეტში ვერიკო ტურაშვილთან ერტად შეასრულა. კლიპის გადაღებები ახალ სიმღერაზე უკვე დასრულებულია. მისი რეჟისორი ანრი ჯოხაძეა, რომელიც ვიდეოს უკვე ამონტაჟებს. ახლახან მან კლიპიდან ამონარიდი გააზიარა და დააწერა: „მალე… სეზონის“ ჰიტი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახალ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეოს მომღერლები დეკემბრის შუა რიცხვებში შემოგვთავაზებენ. მალე… სეზონის ჰიტი <3 […]

6 ნოემბერს ანრი ჯოხაძემ 37 წლის იუბილე აღნიშნა. მან თავისი მეგობრები სახლში დაპატიჟა. მეგობრებს შორის ბევრი მომღერალია, მათ შორის სოფო ნიჟარაძე, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე იმედაძე. სტუმრებს შორის იყვნენ ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი, პროდიუსერი მაია სტეფნაძე და სხვები. როგორც ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, რომელიც თავად მომღერლის, ასევე დამსწრე საზოგადოების სოცქსელების გვერდებზე […]

ანრი ჯოხაძე რამდენიმე დღეა, ახალ ბიოგრაფიული შინაარსის კლიპზე მუშაობს. მასში ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, მათ შორის ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც მომღერლის დედის როლს ასრულებს და გიორგი ყიფშიძე მამის როლზეა დაკავებული. თავად პატარა ანრის გიორგი ყიფშიძის უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე ასრულებს. ახლახან ანრიმ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მის კლიპში კიდევ ერთი ცნობილი სახე მონაწილეობს – არც […]

კვირის განმავლობაში Facebook-ზე დაპოსტილი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს ობიექტივში.

ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს იღებს. გადაღებები ამჟამად მის სახლში მიმდინარეობს. როგორც ლენუკა ყიფშიძე წერს, მისი პატარა ძმისშვილი, ალექსანდრე, განასახიერებს მომღერლის ბავშვობას. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობენ გიორგი ყიფშიძე და ნანკა კალატოზიშვილი. თავად ანრიმ ალექსანდრე ყიფშიძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „უკვე დიდი არტისტი, ალექსანდრე ყიფშიძე…“ ფოტოები

„პრაიმ შოუს“ მორიგი თემა ქალებზე ძალადობაა. გადაცემის ექვსივე წამყვანი, როგოც ახლახან გავრცელებული ანონსიდან ჩანს, მოუწოდებს მამაკაცებს, შეწყვიტონ ქალებზე ძალადობა და ქალბატონებს ურჩევენ, რომ თუკი მამაკაცმა ერთხელ ხელი დაარტყა, მისგან აუცილებლად წამოვიდნენ. როგორც ბოლო წლების არაერთმა გახმაურებულმა შემთხვევამ აჩვენა, ქალებზე ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ანონსში ანრი ჯოხაძეს შემდეგანირი რჩევა აქვს მოძალადე მამაკაცებისთვის: „სანამ ასეთ […]

ანრი ჯოხაძე აშკარად არამოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს – მიჰყავს „პრაიმშოუ“ კვირაში ერთხელ, თავის კოლეგებთან ერთად, თავისუფალ დროს კი მოგზაურობაში ატარებს. ანრის ამდენი წინ და უკან სირბილი დაეტყო და საკმაოდ გამხდარია. ფორმაში ჩამდგარი კი უფრო ადვილად ირგებს სხვადასხვა ფერად და ტანზე მოტკეცილ ტანსაცმელს. ახლახან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც დახეული შორტით არის გადაღებული. ანრი ფოტოზე აწერს: „საკუთარ თავთან კარგად […]

TOP სიახლეები

მაია ასათიანი: „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ…“

აია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა რამდენიმე სთორი, სადაც ჩემოდნით არის გადაღებული. როგორც მაია ამბობს, თებერვალში, როდესაც მისი შვილის გარდაცვალების დღე ახლოვდება, ის საქართველოდან აუცილებლად მიემგზავრება შორეულ ქვეყანაში. „ძალიან, ძალიან შორს მივდივარ, ჩემს ოცნებაში. მისურვეთ კეთილი მგზავრობა. 16 საათი უნდა ვიფრინო. სინამდვილეში არის ჩემი შვილის გარდაცვალების წლისთავი. ასეთ დროს ყოველთვის მივდივარ ხოლმე ქვეყნიდან და ასე მარტო მივემგზავრები….“, […]

ვიდეო: ერეკლე დეისაძემ „დიდი სცენა“ სიმღერით „რაც მამას უნდა“ გახსნა

ერეკლე დეისაძე „რუსთავი 2“-ის მუსიკალური შოუს „დიდი სცენა“ ერთ-ერთი ჟიურის წევრია. მან გუშინდელ ლაივზე სცენა თავად დაიკავა და შეასრულა თავისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა „რაც მამას უნდა“. ნომერს შესაბამისი ეკრანული გაფორმება ახლდა თან. (ვიდეო)

ფოტოები: ვერიკო ტურაშვილმა გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომელიც შვილს მიუძღვნა

ახლხან მომღერალი ვერიკო ტურაშვილი განსხვავებულ, დიზაინერის ამპლუაში ვიხილეთ. მან გოგონებისთვის კოლექცია შექმნა, რომლის ფოტოსესიაც გედა დარჩიამ გადაიღო. პატარებისთვის შექმნილი სამოსის ხაზი ძირითადად კაბებს აერთიანებს. ვერიკო ამ საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ვერიკო ტურაშვილი: ამ ყველაფერს ჯერჯერობით არცთუ სერიოზულად ვუყურებ, მაგრამ ჩემი უმცროსი შვილის, ნატაშკას ინსპირაციით შევქმენი მცირე კოლექცია, რომელშიც 10 კაბა გაერთიანდა. ამ საქმეში პარტნიორთან, ეკა მგალობლიშვილთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook