ანა მარგველაშვილი

ანა მარგველაშვილს მამასთან სამაგალითო ურთიერთობა აქვს. მამა ყველგან ქალიშვილთან ერთად დადის და მისი დიდი გულშემატკივარია. ანა პრეზიდენტ მარგველაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, პრეზიდენტის ქალიშვილი დედასთან ერთად გარკვეული პერიოდი რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა წლების წინ თბილისში დაბრუნდა. ანამ სოციალურ ქსელში, მამასთან გადაღებული უცნობი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პრეზიდენტი მარგველაშვილი ძალიან ახალგაზრდაა, ანა კი პატარა გოგონაა.

ანა მარგველაშვილი ზამთრის არდადეგებს გუდაურში ატარებს. პრეზიდენტის ქალიშვილი დასასვენებლად მეუღლესთან, გიგი ჩიჩუასთან ერთად იმყოფება. ანამ სოციალურ ქსელში გიგისთან ერთად გადაღებული, რომანტიული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მეგობრებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის იყო თიკა ჯამბურიაც.

პირველი ლედი მაკა ჩიჩუა „ნიჭიერის“ ჟიურის ამპლუაში თავს კარგად გრძნობს. მას ფილარმონიაში პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილიც ხშირად ახლავს. გუშინ მაკა ჩიჩუა „ნიჭიერზე“ ანასთან და მის მეგობრებთან ერთად მივიდა. პირველი ლედი ანას მეგობრებთან ერთად კარგად გაერთო და მათთან სელფებიც გადაიღო.

პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი ფოტოკამერების წინ სიამოვნებით პოზირებს. მან მეუღლესთან, გიგი ჩიჩუასთან ერთად, საახალწლო ფოტოსესია განათავსა სოცქსელში. ფოტოებმა, რომლებიც ნაძის ხესთან არის გადაღებული, დიდი მოწონება დაიმსახურა. ფოტოები ნათია გაჩავას ეკუთვნის. ფოტოებმა ასეთი კომენტარები დაიმსახურა: „საყვარელი ფისოები“, „რა ლამაზი ხარ, ან“, „ჩემო ფერადო გოგონა“. იხილეთ ფოტოები

გიორგი მარგველაშვილის სიძე, მუსიკოსი გიგი ჩიჩუა გუშინ 24 წლის გახდა. გიგის მეუღლემ სიურპრიზი მოუწყო და კლუბ „ნაინში“ საიუბილეო წვეულება გამართა. ანამ მეუღლეს დაბადების დღე ტორტით და სიმღერით მიულოცა. წვეულებას ანას და გიგის საერთო მეგობრები ესწრებოდნენ. დაბადების დღის ვიდეო ანამ, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი სტუდენტი აღარ არის. ანამ Gipa-ს უნივერსიტეტი, რამდენიმე დღის წინ დაამთავრა. ის უკვე დიპლომიანი მენეჯერია. ანა თავდაპირველად რუსეთში სწავლობდა, თუმცა ერთწლიანი სწავლის შემდეგ, მოულოდნელად მამასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და სასწავლებლად თბილისში დაბრუნდა. ანამ სწავლის დამთავრება სხვა სტუდენტებთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრში აღნიშნა, სადაც სტუმრად პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა.

პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი სოცქსელში თავისი გოგონას ფოტოებს ხშირად ათავსებს. პატარა ანასტასია ძალიან საყვარელი გოგონაა და დედიკოც სულ ცდილობს, ლამაზ კაბებში გამოაწყოს.

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის რჩეული დიჯეი გიგი ჩიჩუაა. წყვილმა ოჯახი 2014 წელს შექმნა. მათ გოგონა შეეძინათ, რომელიც საზოგადოებამ, ჟურნალ „სითის“ მეშვეობით გაიცნო.

პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი 25 აგვისტოს დედა გახდა. მას გოგონა შეეძინა, რომელსაც დედის სახელი, ანასტასია დაარქვა. ანასტასია ჩიჩუა ჩაჩავას კლინიკაში დაიბადა. ანამ გუშინ სოციალურ ქსელში ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "ჩემი შვილი ანასტასია".

TOP სიახლეები

მერაბ სეფაშვილი: „ჩემი მეუღლე გულს არასდროს შეუწუხებია და ცამოწმენდილზე გახდა ცუდად… მის საბოლოო განკურნებას დრო სჭირდება…“

მერაბ სეფაშვილისთვის გასული წელი ყოველმხრივ მძიმე იყო. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ 2020 წელს გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა: „ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად. დიდხანს […]

ნანუკა გუდავაძის დაბადების დღის სრული ანსამბლი – Cecilie Bahnsen-ის კაბა და Dior-ის ფეხსაცმელი

ბიძინა ივანიშვილის რძალი, ნანუკა გუდავაძე განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევა. მის გარდერობში საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდული სამოსის ნახვა შეგვიძლია. ახლახან მან დაბადების დღე აღნიშნა და ფოტოებზე შავ ანსამბლში გამოწყობილი წარდგა – მას სესილი ბანსენის ბრენდის შავი გრძელი ხავერდის ელეგანტური კაბა და „დიორის“ ამავე ფერის ფეხსაცმელი ჰქონდა მორგებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, ნანუკა ძალიან მოდურად და დახვეწილად გამოიყურებოდა. საიტებზე […]

მარიამ ჯოლოგუას საშობაო ფილმის პრემიერა „მიუზიკბოქსის“ ეთერში შედგება

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  მსახიობი მარიამ ჯოლოგუა სტუმრობდა და ახალი პროექტის: „შობა ხომ მაინც მოვა“ შესახებ ისაუბრა. ფილმი პირველად „მიუზიკბოქსის“ ეთერში გავა. ეს არის პირველი ფილმი, რომელზეც მარიამ ჯოლოგუამ, როგორც რეჟისორმა, იმუშავა. ვრცლად გადაცემა…

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook