სანამ რომელიმე სიმღერა გამარჯვებას მოიპოვებს, მანამდე ჰოლდინგს კომპოზიტორი მის პატარა მოსწავლესთან, ანა ჯალაბაძესთან ერთად ესტუმრა, რომლის სიმღერის, „ჩამკიდე ხელის“ პრემიერა თათა სადრაძის გადაცემაში "არტ FM" შედგა.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე დიდ მოგზაურობაშია. მან რამდენიმე დღე მოსკოვში დაჰყო, ახლა კი ვიდეოებს სტამბოლში მყოფი აზიარებს. ის ერთ-ერთ ვიდეოში სტამბოლის ერთ-ერთ კარაოკეშია, სადაც ერთ-ერთ ცნობილ თურქულ სიმღერას ასრულებს. ვიდეოს ბოლოს ნუცამ ამ შესრულებისთვის ბრავო დაიმსახურა. (ვიდეო)
გიგა კვენეტაძემ და გიორგი დათიაშვილმა ძველი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა „მინდა იყო ჩემი მზე“ აღადგინეს და ახალი არანჟირებით და დუეტში შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, ხოლო თავად კომპოზიცია გიორგი დათიაშვილმა შეასრულა მრავალი წლის წინ და ამ სიმღერით დიდი პოპულარობაც მოიპოვა. ძველი კომპოზიციის ახალი ვარიანტი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. (ვიდეო)
ხათუნა ჟორდანიამ გამოაქვეყნა ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ინგლისურენოვანი ესსე, რომელიც გოგონამ დედას მიუძღვნა. ეს ჩანახატი ძალიან ემოციურია. ხათუნამ აღნიშნა: რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ ფბ, უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, მიხვდება, რომ ეს უნდა გამეკეთებინა!!!!!!“ გთავაზობთ მის სრულ ვერსიას: „მთელი ცხოვრების […]