ახალი კლიპი

წლის რიმეიქის გამარჯვებული და ავტორადიოს რჩეული, რომელთა კლიპს ინტერნეტ სივრცეში 3 მილიონამდე ნახვა აქვს 2017 წელს ახალი კლიპის პრემიერით ასრულებს. სწორად მიხვდით, ჩვენ ახლა სწორედ ჯგუფ "ნიუ ვანზე" ვისაუბრებთ.

ახალი წლის განწყობას და იმის შეგრძნებას, რომ მალე 2018 წელი შემოაბიჯებს, ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ახალი სიმღერა, სახელწოდებით, "თოვს", მეტად აგიმაღლებთ.

კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას მიერ 35 წლის წინ შექმნილი სიმღერა „დეკემბერი, დეკემბერი“ დღეს ახლებური ვარიანტით ვერიკო ტურაშვილმა და კახა კუხიანიძემ ჩაწერეს. მათ სიმღერაზე არაჩვეულებრივი კლიპიც გადაიღეს

მომღერალი მუდამ აქტუალურია და შესაბამისად, თავად გიოც ცდილობს, მისი მსმენელი გულდაწყვეტილი არ დატოვოს და მათ სიახლეები შესთავაზოს. დიახ, მან თავის ბენდთან "გიო +"-სთან ერთად სიმღერა "ზღაპარ იყო" ჩაწერა, რაზეც უკვე კლიპიც გადაიღო. კლიპის პრემიერა კი სულ ცოტა ხნის წინ შედგა.

"ერთხელ წვიმიან ქალაქში" მსმენელისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. კლიპის ტელეპრემიერის შემდგომ მომღერლები ორმაგად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს მათ ძალიან ახარებთ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მსმენელმა ერთხმად აღიარა, რომ კლიპი მათ ძალიან მოეწონათ.

ახალი კლიპის პრემიერისთვის მათი მეგობრები, კოლეგები და მედია სივრცის წარმომადგენლები კინოთეატრ ამირანში შეკრიბეს. კლიპის სცენარი საკმაოდ ინტრიგნულია. მთავარ როლებს, რა თქმა უნდა, თავად მომღერლები, სალომე და ნოდიკო ასრულებენ. ამ შემთხვევაში, მათ შეყვარებულების როლის მორგება მოუწიათ.

რა გასაკვირია, რომ დღეს ყველა დროის მშვენიერებისა და მოდის იდეალად მიჩნეულ ქალბატონს, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, არიან ისეთებიც ვინც, არა მხოლოდ ბაძავენ მას, არამედ ცხოვრებაში მერლინ მონროს თამაშობენ. ქართველმა მუსიკოსმა, მარიამ ციმინტიამ საზოგადოების ყურადღება სწორედ მსახიობთან გარეგნული მსგავსებით მიიპყრო. საზოგადოება მას დღეს ისე იცნობს, როგორც ქართველ მერლინ მონროს.

მომღერალი ახალ კლიპს იღებს. სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, არანჟირება კი არჩილ ვანიშვილმა გაუწია. გადაღებისთვის უკვე თვეზე მეტია ემზადება და ყველაფერი, რასაც კი კლიპში დაინახავთ, მისივე ხელით არის შექმნილი. ქრისტინემ დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა მაგრამ გარკვეული ინტრიგა მაინც დაგვიტოვა. მის გარდა კლიპში კიდევ ორი გოგო მიიღებს მონაწილეობას რომლის ვინაობასაც არ ამხელს... ისინი კლიპში დაფარული სახით იქნებიან წარმოდგენილი.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook