ახალი კლიპი

შოუბიზნესის აქტიურმა წარმომადგენელმა ანრი ჯოხაძემ, რომელიც ბოლო პერიოდშია საკუთარი კოლეგებისთვის ვიდეო-რგოლების რეჟისურას აკეთებს, ახლა საკუთარი ვიდეო-რგოლი შემოგვთავაზა. სიმღერა ნიკო გომელაურის ლექსზეა დაწერილი, ვიდეო-რგოლში კი ჩვენი დღევანდელი რეალობაა ასახული.

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო. „ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. […]

„მე მახსოვს“, ასე ჰქვია ოთო ნემსაძის მიერ დაწერილ სიმღერას ალექსანდრე ლორთქიფანიძის ტექსტზე. კომპოზიციის პრემიერას, რომელიც მომღერალმა აგვისტოს ომის ათი წლისთავს მიუძღვნა, რადიო „ფორტუნა“ დღეს შემოგთავაზებთ, სიმღერის სრულ ვერსიას სწორედ „ფორტუნას“ ეთერში მოისმენთ, მის მოკლე ვერსიაზე შექმნილ კლიპს კი დღეს საღამოს, ექვსსაათიანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ზე იხილავთ. ოთო ნემსაძე ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ის, […]

თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა.

ანდრიამ ახალ ვიდეო-რგოლზე მუშაობა, ახლახანს დაამთავრა. სიმღერაზე, რომლის ტექსტიც და მუსიკაც ანდრიას ეკუთვნის, კლიპი მალდივის კუნძულებზე, მეუღლესთან ერთად თავად გადაიღო.

მისი პირველი ვიდეო რგოლი 7 წლის ასაკში 1992 წელს გამოვიდა, სიმღერაზე „ნანა, ჩემო ბაია“. უკვე ათეულობით წლებია, რაც აქტუალობას არ კარგავს, მსმენელს ყოველთვის ახალ-ახალი სიმღერებით და ვიდეო რგოლებით ანებივრებს.

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა, პრემიერას კი ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა. წინასწარი ეჭვებით, ანრის ახალი ვიდეო-რგოლი სკანდალური უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.

ამ ჯგუფს რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა, თუმცა ისინი ამ ეტაპზე მსმენელს ბევრი სიახლით ანებივრებენ. რთული მისახვდრი არ იქნება, თუ ვისზე ვსაუბრობთ. საუბარი „ქუჩის ბიჭებზე“ გვაქვს, რომლებმაც 5 წლის შემდეგ ახალი მუსიკალური კლიპი „მაპატიე“ წარმოადგინეს.

ნინიმ კლიპი სიმღერაზე „გულს“ გადაიღო, რომლის რეჟისორიც ლაშა ცერიაშვილია. ვიდეო რგოლი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. გადაღებები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა, რაც კლიპს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

TOP სიახლეები

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

აპირებს თუ არა ია ტომაში თიკა ჯამბურიასთვის სასამართლოში ჩივილს

მომღერალი ია ტომაში ჟურნალ „თბილისელებთან“ პასუხობს კითხვებს, რომლებიც თიკა ჯამბურიას „ფარულ კონვერტში“ მისდამი გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით აქვს. როგორც თიკამ აღნიშნა, იასთან მეგობრობდა და მან მის შეყავრებულთან გააბა რომანი, რაზეც თიკას ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა. ია ამბობს, რომ თავი არც ისეთი ცნობილი ეგონა და ეს ამბავი საკუთარი თავის პიარად მიიჩნია: „საერთოდ, ვინ არის ეს გოგოო, კითხულობდნენ […]

Paloma Faith გიორგი ქებურიას კაბაში(ფოტოები)

ცნობილი ინგლისელი მომღერალი, მსახიობი და კომპოზიტორი, პალომა ფეითი (Paloma Faith) გიორგი ქებურიას სამოსში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქებურიას მიერ შექმნილ სამოსს ან აქსესუარს, კონკრეტულად კი, სათვალეს, რომელიმე ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი ირგებს. სხვადასხვა გადაღებასა თუ წვეულებაზე ქართველი დიზაინერის ნამუშევრებით საზოგადოების წინაშე წარდგენენ რიანა, ლედი გაგა, კორტნი კარდაშიანი და სხვები. გიორგი საკუთარ […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook