აჩი ფურცელაძე

აჩი ფურცელაძემ ახალი სიმღერა დაწერა, რომლის ტექსტიც და მელოდიაც მას ეკუთვნის. მიყ-ვარ-ხარ – ასე ერქმევა ახალ სიმღერას და ამ სიტყვის ასე დაწერის შთაგონება მომღერალმა სამი წლის წინ, ერთ-ერთი საუბრისას, დათო ევგენიძისგან მიიღო. აჩის ახალ სიმღერაში ლეგენდარული ქალბატონი, ნანი ბრეგვაძეც მონაწილეობს. როგორც აჩიმ გვითხრა, ის კომპოზიციაში საინტერესოდ იქნება ჩართული და მცირე ეპიზოდში იმღერებს. სიმღერა ჩაიწერა სტუდია […]

ქართული ვარიანტი „ახლა, რომ არ მოგეფერო“ წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. ეს სიმღერა 2000-იან წლებში საკმაოდ პოპულარულ ჰიტად იქცა. სწორედ ამიტომ, აჩიმ თავის ძველი სიმღერის რიმეიქი გააკეთა, სადაც მისი ახალი მუსიკალური პარტნიორი სალომე გოგიაშვილია.

აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართული ვერსიის ახლებურ ვარიანტზე მუშაობენ. არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა. როგორც გახსოვთ, ეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „რომ არ მოგეფერო“, წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. აჩიმ და სალომემ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ ამ სიმღერის საცეკვაო ვერსიას მალე მოვისმენთ და ახალი საზაფხულო ჰიტი გველოდება. (ვიდეო)

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

აჩი ფურცელაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა. მომღერალმა და წამყვანმა თავად გადაწყვიტა ამ სიახლის გაზიარება და სოციალურ ქსელში ელენესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, თან, მიწერა: „ინტრიგის სრულად მოსახსნელად, გთხოვთ, შეხვდით ჩემს ახალ სიყვარულს – ელენე დუმბაძე…“ შეგახსენებთ, რომ აჩი მეუღლეს, რომელთან ერთადაც რუსეთში ცხოვრობდა, რამდენჯერმე შეურიგდა და დაშორდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ახალი სიყვარული იპოვა.

ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა თანამემულე მანდილოსნებისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ჩვენ აჩის ერთ-ერთ გადაღებაზე შევხვდით და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებაც ვთხოვეთ.

„ქართველი და სომეხი, მუდმივი კამათი“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომლის ჩაწერაც აჩი ფურცელაძეს, მისმა სომეხმა მეგობარმა და კოლეგამ – გაგიკ ეზაკიანმა შესთავაზა. ის, რომ ტექსტში სომხებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ მუდმივ კამათზე უნდა ყოფილიყო, აჩიმ მოიფიქრა. სტუდიაში სიმღერის ჩაწერის შემდეგ იქვე კლიპიც გადაიღეს, რომელიც უკვე მზადაა და „იუთუბზეა“ განთავსებული. მელოდიის არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის. […]

ექს ქართული და ახლა უკვე რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლის, აჩი ფურცელაძის თბილისში ჩამოსვლას, მისი მუსიკალური საღამოც მოჰყვება ხოლმე. არც წლევანდელი წელი უყო ამ მხრივ გამონაკლისი. მომღერალმა მელომანებს და მეგობრებს თავი ერთ საღამოზე მოუყარა.

სამამულო შოუბიზნესის ჯერ კიდევ საწყის ეტაპებზე, მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა აჩის მუსიკალურ მოღვაწეობასთან ერთად პარალელურად, წარმატებული რადიო წამყვანის კარიერაც ჰქონდა. თბილისში ყოფნისას კი საყვარელ რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ არ ღალატობს და ძველი თანამშრომლების მონახულებასაც ასწრებს.

TOP სიახლეები

ფოტოები: მაკა ზამბახიძემ ჯვარი დაიწერა

მომღერალი მაკა ზამბახიძე გაბედნიერდა. მან და მისმა მეუღლემ დღეს, 20 თებერვალს, ჯვარი დაიწერეს. შეგახსენებთ, რომ მომღერლის რჩეული სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. წყვილი უკვე დიდი ხანია, ერთად არის და ერთად ცხოვრობენ. ფოტოები სოციალურ ქსელში მომღერალმა, ლიკა დოლიძემ გაავრცელა. მაკამ ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მან თეთრი საპატარძლო კაბაც მოირგო. სიძეს კი თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი აცვია. […]

ვიდეო: მაკა ზამბახიძემ საკუთარ ქორწილში იმღერა

20 თებერვალს მაკა ზამბახიძე თავის დიდი ხნის რჩეულზე, მიხეილ ჩოხელზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი ნარიყალაზე მდებარე ეკლესიაში დაიწერა. მოგვიანებით, რასაკვირველია, მათ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეს შესანიშნავი დღე წვეულებით აღნიშნეს, სადაც მთავარი გმირი მაკა ზამბახიძე გახლდათ. მან საკუთარ ქორწილში ბენდის „ნონ სტოპი“ მუსიკოსების თანხლებით, ცნობილი სიმღერები შეასრულა და მას გვერდი დაუმშვენეს ლელა წურწუმიამ და რატი დურგლიშვილმა. […]

ზურა ხაჩიძე: „მინდა, ხათუნამ მაპატიოს, მისთვის გული თუ მიტკენია…“

ზურა ხაჩიძე ჟურნალ „სარკესთან“ მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას შესახებ თბილად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ ქიმიოთერაპიის კურსი უკვე გაიარა, – „სამ კვირაში ისრაელში ანალიზებზე მოგვიწევს წასვლა და უფრო ზუსტად გავიგებთ მკურნალობის შედეგებ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, ის არის, რომ დაპატარავებულია ეს წარმონაქმნი, რომლის სახელსაც სპეციალურად არ ვამბობ. მადლობა ღმერთს, ხათუნაც ძალიან მხნედ არის, […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook