სტუმრად რიანასთან: სად ცხოვრობს ვარსკვლავი (ფოტო)

სტუმრად რიანასთან: სად ცხოვრობს ვარსკვლავი (ფოტო)

რიანა ახალი სახლის მფლობელი გახდა. დასავლეთ ჰოლივუდში პრესტიჟული ვილის მფლობელი ის 6,8 მილიონ დოლარად გახდა. სახლი 1672 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, საიდანაც საცხოვრებელ ფართს 670 კვადრატული მეტრი უკავია. სახლში 6 საძინებელი, 9 აბაზანა და ერთი სპა-სალონი, სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, ბილიარდი და სატრენაჟორო დარბაზია. ტერიტორიაზე აუზი, ჯაკუზი და 8 ავტომობილის პარკირებისთვის განკუთვნილი ავტოფარეხია.

აღსანიშნავია, რომ კენდალ ჯენერს თავისი სახლი რომ არ გაეყიდა, რამდენიმე კვირის წინ, რიანა მისი მეზობელი იქნებოდა, რადგან სახლი იმავე უბანში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ჯენერი სახლს შემაწუხებელი თაყვანისმცემლების გამო შეელია, პარალელურად კი ის რამდენჯერმე გაქურდეს და 200 ათასი ღირებულების სამკაული მოპარეს.

სიახლეები/

|

August 25, 2017 / 12:46 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ფეხმძიმე თამო ვაშალომიძის პირველი ფოტო

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ფეხმძიმედაა. ის პირველ შვილს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენისგან ელოდება. როგორც თამომ აღნიშნა, მის ვინაობას ქორწილის დღეს გაამხელს, მანამდე კი რჩეულის სახელისა და გვარის თქმას არ აპირებს. თამომ ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მუცელი ეტყობა. ფოტომოდელი ძალიან ბედნიერია და მილოცვებს იღებს. ის და მისი რჩეული ახლახან დაინიშნენ.

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რიანა ახალ ბოიფრენდთან ერთად გამოიჭირეს

ორ თვეზე მეტია ტაბლოიდები რიანას ახალი რომანის შესახებ წერენ - თუკი ყვითელ გამოცემებს დავუჯერებთ მომღერალს რომანი თავისსავე კოლეგასთან, 23 წლის ტრევის სკოტთან აქვს.

რიანა “Anti World Tour”-ს იწყებს

რიანა მსოფლიო ტურნეს იწყებს, ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა თაყვანისმცემლებს თვითერის საშუალებით გაუმხილა და როგორც რირი წერს "Anti World Tour" სტარტს 2016 წლის თებერვალში აიღებს.

American Music Awards 2015-ის რჩეულები – ვინ გახდა დაჯილდოების ტრიუმფატორი?!

ლოს ანჯელესის მაიკროსოფთის თეატრმა 2015 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შოუს მსვლელობისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი უჩვენა მაყურებელს. რაც შეეხება AMA-ს რჩეულებს - როგორც იცით ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტი იყო წარდენილი, სწორედ მასვე ერგო ყველაზე მეტი, ანუ სამი ჯილდო.

რიანა ლუკ ბესონის შეთავაზებას დათანხმდა

რიანა აპირებს ძალები კინემატოგრაფიაში მოსინჯოს. ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი ფრანგი რეჟისორის, ლუკ ბესონის შემოთავაზებას უკვე დათანხმდა და 2017 წლისთვის დაგეგმილ ბლოკბასტერში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს - ჭორები ბესონმა უკვე დაადასტურა, მან ინსტაგრამზე ფოლოუერებს განუცხადა, რომ რირისგან თანხმობა მიიღო და მუსიკოსი გადაღებებში სულ მალე ჩაერთვება.

ჯეი ზიმ ბიონსეს რიანასთან უღალატა

ისეთ იდეალურ ოჯახებშიც ბევრი პრობლემაა, როგორიც მაგალითად ჯეზისა და ბიონსეს აქვთ - წყვილი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ლამაზ სელებრითულ კავშირად ითვლება, მაგრამ რად გინდა, ყვითელი მედია, თუ ათასი ჯურის ადამიანები ცდილობენ, მათ ურთიერთობაში პრობლემები იპოვონ. მათ რიცხვშია ჯეი რენდი ტარაბორელი, რომელიც აგერ უკვე კარგა ხანია ბიონსეს ბიოგრაფიას წერს, მართალია, მომღერალს მის გადაწყვეტილებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია და მის ნამუშევარსაც თავისუფლად შეგვიძლია გადაუმოწმებელი ვუწოდთ, ჯეი რენდი ჩანაფიქრზე ხელის აღებას არ აპირებს და სკანდალურ განცხადებასაც ავრცელებს - მისი თქმით ჯეი ზი ბიონსეს რიანასთან ღალატობდა.

რეკლამა