„და „პირველი არხი“ როცა შეიქმნა და ორი საათი მაუწყებლობდა, ბაბუაჩემი რომ დაიბადა… რა მაღალი რეიტინგი ჰქონდა იცით?!“ – დაწერა ახლახან სტეფანე მღებრიშვილმა, „ნიჭიერის“ ჟიურის წევრმა. ის, როგორც ჩანს, ასე ეხმაურება იმ პოლემიკას, რომელიც დილიდან „ნიჭიერის“ რეიტინგის გარშემო მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ „ნიჭიერს“ თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა, რაც იმის ბრალია, რომ ის „რუსთავი 2“-ზე აღარ გადის. გიორგი ხაბურზანიამ ამ მოსაზრებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ყველა მთვლელის მონაცემებით, „ნიჭიერმა“ გუშინ რეკორდულად მაღალი პროცენტი დადო.
სტეფანეს ამ სტატუსის ქვეშ ნანიკო ხაზარაძემ დადო ერთ-ერთი მთვლელის მონაცემი, სადაც „ნიჭიერს“ 20% აქვს. ამ პოსტმაც გამოიწვია კამათი, წერენ, რომ „ნიჭიერისთვის“, რომელსაც 23 და 25 %-იც ჰქონია, ეს შედარებით დაბალი მონაცემია, თუმცა 20% ტელეგადაცემისთვის ცალსახად ძალიან მაღალი რეიტინგია. მაყურებელი წერს, რომ ვისაც „ნიჭიერი“ უყვარს, მას ყველა არხზე უყურებს.
October 17, 2017 / 3:45 pm
ნიკა გვარამია „საქართველოს ვარსკვლავს“ აკრიტიკებს. მისი არხის ყოფილი მთავარი პროდიუსერების, დემნა ჯაფარიძისა და გიორგი ხაბურზანიას პროექტი, რომელიც ამჟამად „პირველ არხზე“ გადის და „ევროვიზიისთვის“ ქართველ კონკურსანტს არჩევს, გვარამიას აზრით, „მხოლოდ ქართულის“ ჩინური ვერსიაა. გთავაზობთ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტს ამ თემაზე: „მხოლოდ ქართული” made in China სირცხვილი და თავის მოჭრა. “საქართველოს ვარსკვლავი” კი არა, “მხოლოდ ფანდური” […]
ოთო ნემსაძე „დორსში“ კონცერტს მართავს. ღონისძიება 21 თებერვალს, საღამოს ათ საათზეა დაგეგმილი. კონცერტის წამყვანი ნანკა კალატოზიშვილი იქნება. ოთოს სცენაზე შეუერთდებიან მომღერლები და კოლეგები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა ამხალდიანი, გოგა მესხი, ზურა მოსიავა, მებო ნუცუბიძე. ოთო შეასრულებს სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, ასევე მსოფლიო ჰიტებს. შეგახსენებთ, რომ ოთო ამჟამად „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობს და „ევროვიზიის“ საგზურისთვის იბრძვის. მუსიკალური […]
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ჯერ საფრანგეთის პირველ ლედის შეხვდა, დღეს კი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მან ბრიჯიტ მაკრონთან შესახვედრად თეთრი პიჯაკი შეარჩია, ხოლო ემანულ მაკრონს წითელ პიჯაკსა და ქვედაბოლოში გამოწყობილი ეწვია. უცნობია, რომელ დიზაინერზე შეარჩია ამჯერად არჩევანი, თუმცა ის აქტიურად თანამშრომლობს ასევე საფრანგეთში მოღვაწე ქართველ […]
მუსიკოსი გელა გნოლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ თავდავიწყებით ცეკვავს მამაკაცი სტეფანეს სიმღერაზე „დამიბრუნდი“. ვიდეო თავად სტეფანემაც გააზიარა და დააწერა: „მეტი თავისუფლება“. ვიდეოს ავტორის თქმით კი, მოცეკვავე მამაკაცმა ეს კომპოზიცია გულთან ახლოს მიიტანა. (ვიდეო)
ქუთაისში მდებარე ახალ არენაზე სტეფანეს კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 8 მარტს არის დაგეგმილი. როგროც ყოველთვის, სტეფანე სიმღერებს ძველი და ახალი რეპერტუარიდან შეასრულებს, ბენდის ცოცხალი თანხლებით. საღამოს სპეციალური სტუმარია Phonique, დიჯეი, რომელიც ამ ღონისძიებისთვის ბერლინიდან ჩამოფრინდება. სტეფანეს კონცერტებით თბილისში საკმაოდ განებივრებულია მსმენელია, რასაც სხვა ქალაქებზე ვერ ვიტყვით. ასე რომ, 8 მარტს ქუთაისელ მსმენელს მიეცემა შესაძლებლობა, დაესწროს სტეფანეს […]
Happy Valentine’s Day – ასე ჰქვია კონცერტს, რომელსაც 14 თებერვალს „დორსში“ სტეფანე გამართავს. სიყვარულის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ბილეთები უკვე იყიდება. სტეფანე, ტრადიციულად საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილ კომპოზიციებს შეასრულებს, რომლებიც ახლებურად აქვს გაკეთებული ცნობილ ქართველ მუსიკოსებთან ერთად.
სტეფანემ ახლახან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ბენდის წევრებთან ერთად თავისი ძველი სიმღერის ახალ ვერსიაზე. საუბარია დუეტზე, რომელიც მან წლების წინ თამუნა ამონაშვილთან ერთად შეასრულა. სიმღერის სახელწოდებაა „მოვა“ და მასზე გადაღებული კლიპიც ბევრ ჩვენგანს ახსოვს. იმ პერიოდში ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი იყო. როგორც სტეფანე წერს, ჯერჯერობით ახლა არჩევენ სიმღერას და ვერსიას ქმნიან, […]
We don’t wanna put in – ყველას გვახსოვს ეს სიმღერა, რომელიც სტეფანემ და სამმა გოგომ (თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე) „ევროვიზიისთვის“ შექმნეს. კონკურსი მაშინ რუსეთში ტარდებოდა და საორგანიზაციო კომიტეტმა სიმღერის ტექსტის შეცვლა მოითხოვეს, თუმცა ქართველმა მონაწილეებმა პოლიტიკური კონტექსტის ჩამოშორბა არ ისურვეს და ისინი „ევროვიზიაზე“ არ დაუშვეს. წლების შემდეგ ეს სიმღერა სტეფანემ ზუგდიდში გამართულ […]