სტეფანეს კონცერტმა ბათუმში ანშლაგით ჩაიარა – „უცხოელი სტუმრები ქართველების სილამაზით გაოგნდნენ…“

0
1015

ამ სეზონზე სტეფანემ მეორე კლუბური კონცერტი გამართა ბათუმში, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. მუსიკოსი გაოგნებულია, რომ მის ამ კონცერტს, რომელიც „სოჰოში“ გაიმართა, არანაირი რეკლამა არ ჰქონია და მაინც ამდენი ხალხი მივიდა.

ამის შესახებ მან სტატუსიც გამოაქვეყნა:

„სიმართლე გითხრათ, სხვა კონცერტებზე მაქვს ხოლმე მოლოდინი, ხალხი რომ მოვა… რადგან ამისთვის ვემზადებით, სტრატეგიულად ვგეგმავთ. გვეხმარება ონლაინსაიტები. ეს იყო კონცერტი, რომელიც უბრალოდ გამოცხადდა, რეკლამის და ყველაფრის გარეშე. Tkt.ge რომ ჩვენი პარტნიორია მუდამ, ქავერზეც კი არ დაუდიათ ივენთი და თუ ბილეთის ყიდვა გინდოდა, ქართულადაც არ იძებნებოდა, მხოლოდ ლათინური შრიფტით ( stephane)… როცა იცი რეკლამაზე სადაც ფასი აწერია, ქვემოთ “ra hirs” უწერენ…

ძალიან მეშინოდა. ძალიან. სოჰოს რეკორდი სეზონზე მოვხსებით და ყველა ბილეთი გავყიდეთ! 6 დღე იყო მხოლოდ გამოცხადებული კონცერტი! მოკლედ, ეს დღე არის ჩემთვის დაუვიწყარი და უბედნიერესი დღე! (ამხელა შოკი არ მიმიღია სიყვარულის არასდროს!) რიგი რომ დავინახე, შოკში ვარ ეხლაც! ვერ გადაგიხდით ამ მადლობას! უბრალოდ, შვებულებაში წავედი. ასეთ სითბოს მაგარი გაფრთხილება სჭირდება! და თან რა ლამაზები იყავით! როგორ დაიბადეთ ესეთი ლამაზები!? უცხოელი სტუმრები გვყავდა, გაოგნდნენ ქართველების სილამაზეზე!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here