“სტეფანემ უდიდესი შეცდომა დაუშვა თქვენი გაშვებით“ – სტეფანე მკაცრად გაკრიტიკეს

“სტეფანემ უდიდესი შეცდომა დაუშვა თქვენი გაშვებით“ – სტეფანე მკაცრად გაკრიტიკეს

“იქს ფაქტორის“ მენტორებმა თავიანთი ოთხეულები უკვე ჩამოაყალიბეს. თავიანთი არჩევანი გუშინ სტეფანემ და ლელა წურწუმიამ გააკეთეს. მენტორებს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიათ, მაგრამ კონკურსის წესები ასეთია, საუკეთეო საუკეთესოებში უნდა იქნას შერჩეული. მაყურებლის უკმაყოფილება სტეფანეს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, ის “იქს ფაქტორის” ბენდების კატეგორიის მენტორია, სტეფანემ პროექტი დოდის და გოკას დუეტს დაატოვებინა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“უდიდესი შეცდომა დაუშვა, თქვენი გაშვებით სტეფანემ. მაგრამ ყველაფერი წინ გაქვთ“, “ჟიური რა იყო? ჯერ ხომ მთელი პროექტის მანძილზე პირველად გვაჩვენეთ ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი და ისიც 2 წამით? რა უაზროები ხართ! მინდა გითხრათ, რომ შოუ ჩაგივარდათ!  😉 ყოჩაღ დოდი და გოკა! უზომოდ მომწონხართ! იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ გიხილავთ!”, “ცუდია ქასთინგზე ნამღერი რომ არ გაუშვეს, ცუდია იმიჯი რომ შეუცვალეს… სტილისტებო უფრო დიდი ზომის კაბა არ ქონდათ, ცუდია სტეფანეს პირადი ამბიციების გვერდზე გადადება რომ მოუწია, კარგია დოდი შენ შესაძლებლობებს საზღვარი რომ არ აქვს” – წერენ პროექტის ოფიციალურ გვერდზე.

სიახლეები/

|

May 16, 2017 / 4:50 pm

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი: „როგორც იქნა, ორი შოუ საქართველოში!..“

ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი, თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გევრდზე აქვეყნებს „SOU ფესტივალის პლაკატს, თავისი გამოსახულებით და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ორი შოუ გაიმართება. „როგორც იქნა, ცოცხალი შესრულებით შესანიშნავ საქართველოში – ორი შოუ! პირველი შოუ: 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეორე შოუ: 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ორივე შოუს დასაწყისი 21:00 საათზე ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სტეფანე ახალ კლიპს იღებს

სტეფანე მღებრიშვილს წარმატებული წელი ჰქონდა. რამდენიმე კომპოზიციისა და კლიპის გამოშვების შემდეგ მან სოლოკონცერტებით დატვირთული ზაფხული გაატარა ჯერ თბილისში, შემდეგ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც თავად წერს, ახალი სიმღერაც უკვე მზადაა და მალე კლიპსაც შემოგვთავაზებს. მომღერალი „ფეისბუქზე“ აღნიშნავს: „ბევრი წერილი მომდის ყოველდღე, როდის მექნება კონცერტი. ეს დრო არ ჩამიგდია, ჩავწერე ახალი სიმღერა და კლიპზე ვმუშაობ. კონცერტის თარიღს […]

ლელა წურწუმიას კონცერტმა ათენში ანშლაგით ჩაიარა (ფოტო+ვიდეო)

8 ოქტომბერს ათენის ერთ-ერთ დარბაზში, ქართველი ემიგრანტებისთვის, ლელა წურწუმიას სოლოკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ქორეოგრაფიული ნომრებით ერთ-ერთი საცეკვაო ანსამბლი აფორმებდა. ლელამ ყველა თავისი ჰიტური კომპოზიცია შეასრულა. მომღერალს ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ნახელავია. საკონცერტო დარბაზის შემდეგ ლელამ ერთ-ერთ კლუბში გადაინაცვლა, სადაც ასევე გამართა კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. კონცერტის შემდეგ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა […]

ლელა წურწუმიას გერმანიაში დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა

ლელა წურწუმიას მიუნხენში კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. ამის შესახებ რამდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, როდესაც მომღერლის ვიდეომიმართვა გავრცელდა კონცერტთან დაკავშირებით, თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ღონისძიება აღარ გაიმართება, მიზეზი კი ორგანიზატორების მიერ პირობების შეუსრულებლობა გახდა. ამის შესახებ ლელას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „ძვირფასო ემიგრანტებო! განსაკუთრებულად ველოდებოდით თქვენთან შეხვედრას მიუნხენში, გულწრფელად გვინდოდა […]

ლელა წურწუმიას საოცარი მსგავსება დედასთან (ფოტოები)

ლელა წურწუმიას ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე ახლახან გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც მომღერალს დედასთან, ნინო ლომთათიძესთან ერთად აქვს გადაღებული. გამორიცხულია, რომ ვერ შენიშნოთ ის გარეგნული მსგავსება, რომელიც ლელას დედასთან აკავშირებს. ლელასა და ქალბატონ ნინოს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. როგორც ინტერვიუებში აღნიშნავენ, მსგავსება არა მხოლოდ გარეგნულია, მათ ერთნაირი ხასიათი აქვთ და ხმებიც ძალიან უგავთ.

სტეფანე მღებრიშვილი ახალ სიმღერას წერს

სტეფანე მღებრიშვილი „ბრავო რეკორდსში“ მუსიკოსებთან, ზაზა ცერცვაძესთან, პაატა ანდრიაძესთან, ლევან დეისაძესა და უჩა მეტრეველთან ერთად ახალ სიმღერაზე მუშაობს, ტექსტიც და მელოდიაც მომღერალს ეკუთნის. ზაზა შენგელიამ სტუდიაში მუშაობის ამსახველი რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ეს წელი ძალიან აქტიური იყო სტეფანესთვის, რომელმაც ორი ვიდეო გამოუშვა და სამი ახალი სიმღერა, მათ შორის ორი საკუთარი და ერთიც მამუკა ჩარკვიანის […]

რეკლამა