სტეფანე დიდ ბრიტანეთში „ევროვიზიის“ საწინააღმდეგო გადაცემაში მიიწვიეს – „არაფრის მაქნისად და ფულის მახედ მოიხსენიებენ…“

0
2369

სტეფანე მღებრიშვილი წერს, რომ „ევროვიზიის“ შესახებ ბრიტანული ტელევიზია გადაცემას ამზადებს, სადაც ამ კონკურსზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრებენ და სტეფანეც მიიწვიეს, როგორც ერთ-ერთი მონაწილე.

მომღერალი აღნიშნავს:

„რამდენჯერაც ევროპული გადაცემები აკეთებენ სიუჟეტს „ევროვიზიაზე“, იმდენჯერ მიკავშირდებიან. ასევე ყოველ წელს ევროვიზიის კონკურსზე ჩვენ გვანახებენ , როგორც ბენდს, რომელიც ისტორიაში შევიდა და დაიბლოკა, როცა ამის ფიზიკური მიზეზი არ არსებობდა. და უამრავი უცხოური გამოცემა დღემდე წერს ამ პროექტის შესახებ, როგორც მარკეტინგულად გამართლებულ პროექტზე, რაც საქართველოს მხარეს არასოდეს გაუკეთებია. მეტსაც გეტყვით, თითქოს არც ვარსებობდით არასდროს და იმ უაზრო კონკურსანტებს ეძახიან, რომლებმაც საქართველო შეუმჩნევლად დატოვეს… თუმცა მე ამას არ განვიცდი, უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე… 🙂

ბრიტანეთის ურეიტინგულესი არხიდან „Channel 5“-დან დამიკავშირდნენ და აკეთებენ გადაცემას, სადაც „ევროვიზიას“ როგორც არაფრის მაქნის, ფულის მახეს და პოლიტიკურ კონკურსს მოიხსენიებენ… ხო და ვიზას, სასტუმროს, ბილეთს გადაგიხდით და ასევე ჰონორარსაც მოგცემთო, ოღონდ ჩამოდით ჩვენთან სტუმრად(19-21 მარტი), სხვა აქაურ ვარკვლავებთან ერთად იქნებითო ჩვენს გადაცემაშიო… დავთანხმდი მეც… რა მექნა“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here