“Solo” გრეგორი პორტერისა და ორკესტრის საახალწლო კონცერტს წარმოგიდგენთ

“Solo” გრეგორი პორტერისა და ორკესტრის საახალწლო კონცერტს წარმოგიდგენთ

“გრემის” ორგზის მფლობელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჯაზური და ხავერდოვანი ხმის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, გრეგორი პორტერი თბილისს 12 იანვარს ესტუმრება. ის “სოლოს” მოწვევით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, საახალწლო კონცერტს გამართავს.

ამ წუთებში “სოლოს” ლაუნჯში ჭავჭავაძეზე ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია იმართება. კონცერტის დეტალებზე “სოლოს” წარმომადგენელი, ეკა დუჩიძე და “ისთერნ ფრომოუშენსის” დირექტორი, გიორგი კერესელიძე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ გრეგორი პორტერის ალბომი “Nat King Cole & Me” 2017 წელს გამოიცა. ბოლო ნამუშევარი მუსიკოსმა თავის კერპს, პიანისტსა და მომღერალს, ნეთ ქინგ ქოულს მიუძღვნა. ალბომში სწორედ ქოულის ჰიტებია თავმოყრილი.

ბილეთები 21 დეკემბრიდან გაიყიდება, მხოლოდ “სოლოს” მომხმარებლისთვის და ფასი 50 ლარიდან დაიწყება. მას, ვინც არ არის “სოლო”, ბილეთის შეძენის შესაძლებლობა 28 დეკემბრიდან ექნება, ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

ბილეთების შეძენა “სოლოს” ლაუნჯებსა და საიტზე tkt.ge იქნება შესაძლებელი.

ეკა დუჩიძე:

გრეგორი პორტერი საქართველოში უკვე გახლდათ და არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. საახალწლოდ რომ ვარჩევდით არტისტებს და მოვისმინეთ მისი ახალი ალბომი, დავრწმუნდით, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი მსმენელისთვის საახალწლოდ. მით უმეტეს, შედგება საინტერესო კოლაბორაცია ნიკოლოზ რაჭველთან. დარწმუნებული ვარ, მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს.

გიორგი კერესელიძე:

გრეგორი პორტერს ქართველი მსმენელი 2016 წელს შეხვდა. მან დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. გადაწყდა, რომ ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 12 იანვარს, ისევ ესტუმრება საქართველოს ახალი პროექტით, რომელიც ლეგენდარულ ჯაზმუსიკოსს, ნეთ ქინგ ქოულს ეძღვნება. ის ბავშვობიდან გრეგორი პორტერის მუზა იყო.

რაც მთავარია, ამ კონცერტში, პორტერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. ეს იქნება ძალიან ლამაზი სინთეზი. ვიმედოვნებთ, რომ შესანიშნავი საღამო გამოვა. პორტერი მუსიკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული შემსრულებელია.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

December 19, 2017 / 12:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა: „თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ „მეგა“ პროექტი „იქს ფაქტორი“

ია ფარულავა წერს, რომ მისმა აგდაცემამ, რომელიც ორშაბათობით „რუსთავი 2“-ზე გადის, „იქს ფაქტორს“ თბილისში პირწმინდად მოუგო. ტელეწამყვანი აღნიშნავს: „მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მაყურებელს აქტიურობისთვის ❤ რეიტინგებით თბილისში პირწმინდად დავამარცხეთ “მეგა” პროექტი ექს Х ფაქტორი !!!!!!!!!“ ია ასევე დასძენს, „ორი მეგაგადაცემა მეჯდა, თან ერთი ფეხბურთი, რომელსაც 8% ჰქონდა და ეს ძალიან მაღალია „პირველი არხისთვის“ და მეორე […]

სოფო ნიჟარაძე: „მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას…“

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღის“ ნომინანტი კიდევ ერთხელ არის. წინა წელს მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. წელს კი სიმღერის „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, ახლებური ვერსიის შესრულებითაა წარდგენილი ამ კონკურსზე. სოფო ნიჟარაძე: მართლა მთელი საქართველო ელოდება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიას, რადგან ის გახდა მასშტაბური, ეროვნული, დიდი და გრანდიოზული. ეს არის ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოება ქვეყანაში და ჩემი […]

„ოქროს ტალღის“ ნომინაციის მოსაპოვებლად პირველ-მეორე ადგილს მძაფრ კონკურენციაში გიგი ადამაშვილი და ანრი ჯოხაძე იკავებენ

გიგი ადამაშვილი – ქარი ქრის – 103078 ხმა ანრი ჯოხაძე – ყველაფერი შეიძლება მოხდეს – 73891 ხმა ოთო ნუცუბიძე – აღსარება – 15563 ხმა გიორგი წიკლაური – მაინც მიყვარხარ – 14810 ხმა ანი სირაძე – ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ – 12272 ხმა B17 და ლევან ბეიტრიშვილი – იმიტომ რომ – 11007 ხმა დათუნა სირბილაძე […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა