Soley-ს კონცერტი „ალტერ ივენთის“ ფარგლებში გაიმართება

0
1098

26 მარტს, 21:00 საათზე, „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მოწვევით, ისლანდიელი მულტიინსტრუმენტლისტის, მომღერლისა და კომპოზიტორის, Soley-ს კონცერტი გაიმართება.

Soley-ს ლაივი, ალტერ ივენთსის ფარგლებში, ახალ საკონცერტო დარბაზში, „სფეისჰოლში“ ჩატარდება.

მუსიკოსს კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს ფორტეპიანოს განხრით. სოლეიმ პირველი EP ალბომი, სახელად, „Theatre Island“ 2010 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს დარელიზდა მისი პირველი LP ალბომი, „We Sink”, რომელსაც დადებითი შეფასება მოყვა კრიტიკოსების მხრიდან.

სოლეის მუსიკა გამოირჩევა სასიამოვნო ჟღერადობით და დელიკატური ვოკალით, ხოლო მისი ტექსტები ხასიათდება ზღაპრული და ბნელი სურეალიზმით. თავად მუსიკოსი, სიმღერების ტექსტს ახასიათებს, როგორც სიზმრისეულს, სურეალისტურს, თავისუფალს, სადაც თითოეული მსმენელი თავად განსაზღვრავს სიტყვების მნიშვნელობასაც და წარმოსახვასაც.

2013 წელს, ერთ-ერთი ტრეკი, ალბომიდან: “Fight Them Soft” კომედიური დრამა სერიალის, Misfits-ის საუნდტრეკი გახდა.

2014 წელს გამოიცა Soley-ს  საფორტეპიანო ალბომი, სახელად „Krómantík. მეორე ალბომი, სახელად: „Aks The Deep“ 2015 წელს გამოუშვა. ალბომის პრომოუშენისთვის მუსიკოსი სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობდა.

Soley უახლოეს მომავალში კიდევ ორი ალბომის გამოცემას აპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here