სოფო ტოროშელიძის ახალი სიმღერა, რომლის ვიდეოს რეჟისორიც თავად არის

0
1037

სოფო ტოროშელიძის ახალი ვიდეო „იუთუბზე“ ახლახან განთავსდა. როგორც მომღერალი ვრცელ სტატუსში აღნიშნავს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც შემოქმედებითად დანებების საშუალებას არ აძლევენ.

ახალი სიმღერა სახელად „ინსომნია“ სტილისტურად ძალიან ჰგავს ბიორკის მუსიკას.

ვიდეორგოლის რეჟისორი თავად სოფო გახლავთ, ოპერატორი კახა ბუხრაშვილია, ხოლო დრონზე ლევან აბულაძემ იმუშავა. პროფესიონალების ხელი კლიპს აშკარად ეტყობა, რომელიც ძალიან საინტერესოდ არის გადაღებული.

გთავაზობთ სამადლობელო წერილს, რომელიც სოფომ საკუთარ მეგობრებს მიუძღვნა:

„და აი, ისიც! მართალია, შუა ღამეა, მაგრამ მაინც დავაჭირე “publish”-ს!!! ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, თუ რა ნაბიჯი უნდა გადამედგა საკუთარ შემოქმედებაში. ერთი ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო განსხვავებული და ახალი! იმისათვის, რომ ნაბიჯი გადამედგა, საჭირო იყო იდეა, საკუთარ თავზე მუშაობა და მნიშვნელოვანი სიტყვა. დამიგროვდა ძალიან ბევრი ემოცია და უბრალოდ მივხვდი, რომ საჭირო გახდა გადმოცემა!

მაგრამ რომ არა თქვენ:

Mananiko Tsenteradze​, რომელმაც შეასრულა “იავნანა” და მივხვდი, რომ რაღაცამ გაიღვიძა ჩემში! რომ არა Nika Margvelashvili, რომელმაც ჩემს მუსიკალურ თუ არამუსიკალურ იდეებში ჩაიხედა და უბრალოდ, ამოალაგა ჩემი ფანტაზიიდან და გადმოიტანა ჩემთან ერთად და ღამე დაიძინა და დილით რომ გაიღვიძა, აღმოჩნდა რომ მონტაჟი იცის 1 ღამეში ! რომ არა Akà Prodiàshvili, რომლის ხედვა და ნიჭი არის განუსაზღვრელი! რომ არა კახა ბუხრაშვილი და ლევან აბულაძე, რომელმაც კამერას მოკიდა ხელი და გამომყვა იქ, სადაც ჩემი იდეა დახვდებოდა და გადაიღებდა! რომ არა Natia Mikadze​ და ელენიტა დავითაშვილი!!! რომ არა Mariam Oragvelidze​, რომელმაც შვილი გამატანა კაცმა არ იცის სად!!!

რომ არა ნათია სილაგაძე​ და მისი შვილები! რომ არა კაზრეთელი ბავშვები! რომ არა კაზრეთი, დიახ, კაზრეთი სადაც დამხვდა ჩემთვის ყველაფერი და ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი მდგომარეობა, ემოცია და იდეა გადმომეცა! ეს ყველაფერი არ იქნებოდა!!! დიახ, არ იქნებოდა!!! მადლობა თქვენ ყველას!!!

და ყველაზე დიდი და გრანდიოზული მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც არ მაძლევთ ფიზიკურად საშუალებას, რომ ჩამეძინოს შემოქმედებითად! მადლობა Nina Tsitlauri შენ! იმიტომ, რომ შენ არ მადუნებ და მაფხიზლებ! მადლობა Manana Morchiladze, იმიტომ, რომ ესე გჯერა ჩემი! და Babi Niutone​ ყველაზე დიდი მადლობა შენ იმისთვის, რომ უბრალოდ უფლებას ვერ ვაძლევ ჩემ თავს, რომ დავნებდე!“

(ფოტო/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here