სოფო ტოროშელიძე კრიტიკოსებს პასუხობს: „ნათია თოდუასთვის ჩემი არა არც მაშინ და არც შემდეგ არ იყო გადამწყვეტი…“

0
2887

ნათია თოდუა პირველი ქართველია, რომელმაც უცხოურ „ვოისში“ მოიგო. შედეგები გუშინ გამოცხადდა. გერმანული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პირველად გახდა ქართველი. ნათია ქართულ „იქს ფაქტორშიც“ მონაწილეობდა, სადაც მისი შესრულებით უკმაყოფილო დარჩა სოფო ტოროშელიძე, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ. მან ნათიას შესრულებას „ცოტა ხელოვნური“ უწოდა და შემდეგ ტურში გადასვლაზე უარი უთხრა.

ამ ვიდეოს უამრავი საიტი აზიარებს, საზოგადოებისგან კი სოფო ტოროშელიძეს კრიტიკა შეხვდა, რაზეც მომღერალმა მცირე ხნის წინ „ფეისბუქზე“ ასე უპასუხა:

„ვულოცავ, პირველ რიგში, ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის!!! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე „იქს ფაქტორში“, ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი!!! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here