სოფო სააკაშვილს თურქულ „ვოისში“ ჟიური ფეხზე წამოუდგა

0
1060

მომღერალ მაია ყარყარაშვილისა და პროდიუსერ მამუკა სააკაშვილის ქალიშვილი, სოფო, თურქული „ვოისის“ მონაწილე გახდა. ის ტიგით მეორე კონკურსანტია საქართველოდან. პირველად თურქეთში პოპულარულ კონკურსში მონაწილეობა ნუცა ბუზალაძემ მიიღო და ჟიურის წევრების დიდი სიმპათია დაიმსახურა.

სოფომ ბრმა კასტინგზე შეასრულა ჯესი ჯეის სიმღერა სახელწოდებით Bang Bang. პირველივე ნოტის აღებაზე მას ერთ-ერთი მწვრთნელი შემოუტრიალდა, შემდეგ კიდევ ორი. სიმღერის ბოლოსკენ კი, ეფექტური ვოკალური პერფორმანსის შემდეგ მან ბოლო მწვრთნელიც შემოატრიალა. სოფო მეორედ ამღერეს კონკურსზე, იმდენად მოეწონათ მისი შესრულება. მას მეორე შესრულების შემდეგ ფეხზე წამოუდგნენ. სოფო ჟიურის წევრებს თურქულად ესაუბრა. ამის შემდეგ მას თურქული სიმღერის შესრულებამაც მოუწია.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here