სოფო ნიჟარაძე ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო ქალი შემსრულებელი გახდა

0
1238

სოფო ნიჟარაძემ წელს უკვე მეორედ, „ოქროს ტალღაზე“ საუკეთესო ქალი შემსრულებლის ტიტული მოიპოვა. მისი კონკურენტები იყვნენ ვერიკო ტურაშვილი და მეგი გოგიტიძე. სამეული ხმათა უმრავლესობით ჟიურიმ გადაწყვიტა, გამარჯვებულიც მათ გამოავლინეს.

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღაზე“ ისეთი ლაივ-პერფორმანსით წარდგა, რომელმაც მაყურებლის უდიდესი ოვაციები გამოიწვია. ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, რუსა მორჩილაძის მიერ სპეციალურად სოფოსთვის შექმნილი „მაპატიე“ შეასრულა. მომღერლის ემოციურმა პერფორმანსმა და ვოკალმა კიდევ ერთხელ გამოიწვია აღფრთოვანება.

შოუშ შემდეგ სოფო ნიჟარაძემ დაწერა:

„დიდი მადლობა.

მადლობა ფორტუნას, “ოქროს ტალღას”, საპატიო ჟიურის ❤

მეორე წელია უკვე, ამ სიყვარულს ვიღებ, მოულოდნელი და ამავე დროს საოცრად საიამოვნოა, კიდევ უფრო საამაყო და დიდი პატივია ერთადერთი და განუმეორებელი ნანი ბრეგვაძისგან მიღებული ჯილდო.

მადლობა, კიდევ ერთხელ, ყველას, ამ ბედნიერი წამებისთვის“

(ფოტოები)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here