სოფო ნიჟარაძე: “უკვე ძალიან ბევრი ფავორიტი გვყავს”

0
2227

“იქს ფაქტორის“ ჩაწერები ფილარმონიაში უკვე დაიწყო. პროექტის ჟიურის ერთერთი წევრი, ტრადიციისამებრ მომღერალი სოფო ნიჟარაძეა.

– სოფო, როგორ მოგწონთ ამ წლის ნაკადი ?

– მთელი კასტინგები წინ არის. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი ფავორიტი გვყავს.

– ვინმე თუ დაგამახსოვრდათ უკვე ?

– დღეს მაგალითად ერთი ბენდი დამამახსოვრდა, ასევე პატარა ბავშვი, რამდენიმე ბიჭი, მაგრამ ყველაფერი წინ არის და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან, ძალიან მაგარი ნაკადი მოვიდა. შესაბამისად საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის.

– ვისი ჯგუფი გინდათ რომ შეგხვდეთ ?

– რა ვიცი, რეალურად უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ გამოიცნობ ვინ გახდება ფავორიტი, მე მინდა, რომ ფავორიტი ჯგუფი მყავდეს. ისეთი კატეგორია მინდა შემხვდეს, საიდანაც ადამიანები დაამახსოვრდებათ, შეუყვარდებათ და მართლა მთავარ გამარჯვებას, ხალხის სიყვარულს აჩუქებენ.

– თქვენ ხომ არ გეგმავთ რამე ახალს ?

– კი რა თქმა უნდა მალე იქნება ეს სიურპრიზები და აუცილებლად გაგაგებინებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here