სოფო ნიჟარაძე „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელი ეთერის და ახალი წესების შესახებ…

0
1965

სოფო ნიჟარაძე ნიკა კაციას საავტორო გადაცემა „ლიმონს“ სტუმრობდა, სადაც ორი მთავარი სიახლის შესახებ ისაუბრა. ქართული სიმღერის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში დაიწყება ტელეშოუ „მხოლოდ ქართული“, სადაც, როგორც სოფო გვპირდება, ძალიან საინტერესო ნაკადი მივიდა. გარდა ამისა, „ფორტუნას“ ეთერში შედგა საბა კემულარიასთან სოფოს დუეტის „კართან მოდგა შემოდგომა“ ცოცხალი აუდიოვერსიის პრემიერა. შეგახსენებთ, რომ კომპოზიციის ვერსია ზვიად ბოლქვაძესა და ჯგუფ „ნიუტონს“ეკუთვნის.

სოფო ნიჟარაძე:

დღეს, 5 ნოემბერს, იწყება „მხოლოდ ქართულის მეორე სეზონი“. უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს მუსიკალური შოუები იმართება, ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც, ახლაც ვფიქრობდით, რა და როგორ იქნებოდა, იყო თუ არა რესურსი ახალგაზრდებში, მაგრამ ეს რიტორიკული შეკითხვაა, რადგან ამ სეზონზე ძალიან მომზადებული ნაკადი მოვიდა. პირველ სეზონზე მაინც არ იცოდნენ, რა ელოდებოდათ, მაგრამ პირველი სეზონი სტიმული აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა ძველი სიმღერების ახლებური ინტერპეტაციით შესრულება, სხვათა შორის, მოვიდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა…

როგორ შემსრულებლებს ელოდებოდი ამ სეზონზე?

პირველი სეზონის შემდეგ მივხვდი, რომ არაფერს არ უნდა ელოდო, რადგან უამრავი სიურპრიზი შეიძლება გელოდებოდეს თავად. მე ველოდებოდი უნივერსალურ ტალანტს, ჩემი აზრით, მომღერალი უნდა იყოს გამორჩეული, არ ჰგავდეს სხვას, მისი ხმა მსმენელმა ათასებს შორის უნდა ამოიცნოს.

(ვრცლად/აუდიოჩანაწერი)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here