სოფო ნიჟარაძე 112-მა გადაარჩინა – რა შეემთხვა მომღერალს

0
1343

სოფო ნიჟარაძე 112-ის სამსახურს საჯაროდ უხდის მადლობას სოციალური ქსელის საშუალებით. როგორც მისივე მონათხრობიდან ირკვევა, მომღერალი დედასთან ერთად თბილისში, ლიფტში გაიჭედა და დიდხანს ვერ დააღწია თავი უჰაერობას, რომლის გამოც მას და დედამისს პანიკა დაეწყოთ.

“ლიფტი გაფუჭდა, გავიჭედეთ, გვეგონა შუქი ჩაქრა, მაგრამ არა, დაიძრა თუ არა, მალევე გაჩერდა, ვიგუდებოდით სრულიად ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, ლიფტის გამკეთებელს გამორთული ტელეფონი, აბსოლუტური უკუნეთი სიბნელე და ტელეფონები გვიჯდებოდა…”

სოფომ ასევე დაწერა: “პანიკა დაგვეწყო 15 წუთის მერე, საშინელი შეგრძნება ყოფილა, უსუსურები ვიყავით, არ ვაზვიადებ. აღარც მეძინება…”

მომღერალმა ეს პოსტი გვიან ღამით დაწერა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც ლიფტიდან თავის დაძვრენა სამაშველო სამსახურის დახმარებით შეძლო. მან საგანგებო სიტუაციების სამსახური მონიშნა და შეაქო: “ვამაყობ თქვენით!..”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here