სოფო ბედია: „დეპუტატი ქმრის ცოლის რეგალია ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა…“

0
643

სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ძალიან კმაყოფილია, მისი მეუღლე, მიშა მესხი საკრებულოს დეპუტატი რომ გახდა.

სოფო ბედია:

„რომ გითხრათ, მთელი დღე ქმრის პერანგების უთოობითა და საჭმლის კეთებით ვარ დაკავებული-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა  ხელს ვუწყობ და ვცდილობ, ჩემს მეუღლეს ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატობას, ძალიან კარგად მოირგო ეს ამპლუა და უხარია, რომ თავისი წვლილი შეუძლია შეიტანოს ხალხის კეთილდღეობაში. თავის გასაკეთებელს, ვიცი, ღირსეულად გაართმევს თავს, რადგან ერთგული ბიჭია. კაცია და უნდა იმუშაოს, მის დეფიციტს სახლში ვერ ვგრძნობთ, სულ ხაზზე ვართ.

სულ ამბობდნენ: მიშა მომღერალ სოფო ბედიას ქმარიო. ახლა სოფო დეპუტატ მიშა მესხის ცოლი გახდა და ეს სტატუსი უკვე მოირგე?

გადაღეჭეს ეს თემა, ამოიჩემეს მიშა. ასე რომ, დეპუტატი ქმრის ცოლის რეგალია ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა (იცინის)“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here