სოფო ბათილაშვილი: „როცა სიმღერა დავასრულე, თავისუფლების და სიმშვიდის უზარმაზარი შეგრძნება მქონდა…“

0
2413

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია. მის მიერ შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ ნამდვილა ჰიტად იქცა. მას აკომპანემენტი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ გაუწია, რომლის შექმნილი ვერსიები ძველ ქართულ მელოდიებზე მხოლოდ ქების ღირსია. „ძეგლად გადმომეფარე“ სოფო ბათილაშვილმა მხოლოდ გიტარის თანხლებით შეასრულა. მის ამ ნამღერს ამ დრომდე 918 000 ნახვა აქვს სოციალურ ქსელში და მალე მილიონსაც მიუკაკუნებს.

სოფომ საკუთარი ნამღერი გააზიარა და სტატუსიც დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ;

„მდა…

რთულია, იმ ჟანრს შეეჭიდო რომელთანაც ცხოვრებაში შეხება არ გქონია, ეს ჟანრი იმდენად არ მიყვარდა, იმდენად ,რომ ბოლომდეც ვერ ვუსმენდი სიმღერებს… არ მომწონს, როცა ვგრძნობ, რომ ჩემს პროფესიაში რაღაც არ ვიცი და არაფერს ვაკეთებ ამის შესაცვლელად, ამიტომ სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, ზუსტად იმასთან გამკლავება მეცადა, რაც ასე ძალიან არ მიყვარდა და დამენახა მარგალიტები, რომელთა გამოც ამ სიმღერებს მოვიწონებდი და ჩემებურად, ჩემი ხასიათის გათვალისწინებით და დამოკიდებულებით შევასრულებდი… რამდენიმე დღე ძალიან ცოტაა ორი სიმღერის მოსამზადებლად, ტექსტს და მელოდიას ისწავლი, მაგრამ ფიქრი მჭირდება ხოლმე სიმღერაზე, მის შინაარსზე და ყველა ფრაზაზე, რისი საკმარი დროც თითქმის არასდროს არის ასეთ კონკურსში… როცა სიმღერა დავასრულე, თავისუფლების და სიმშვიდის უზარმაზარი შეგრძნება მქონდა, რადგან ვიგრძენი,რომ საკუთარ თავზე გავიმარჯვე.

სასწავლი ბევრია, რაც მთავარია, სურვილი და მონდომება სულდგმულობს!

ზვიად ბოლქვაძე რო საერთოდ მუსიკის მამოძრავებელი იყო სცენაზე, ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, ისედაც ტვინს ვჭამ ამ ადამიანზე საუბრით ყველგან და ყოველთვის.

გეტყვით მადლობას, გულწრფელს!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here