სოფო ბათილაშვილი – „ მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალის უპირობო ლიდერი

0
1904

„მხოლოდ ქართულის“ ვნებათაღელვამ გუშინ პიკს მიაღწია. პროექტი ორმა მონაწილემ, ოთო კვალიაშვილმა და გოგა გიორგელაშვილმა დატოვეს. გამარჯვებისთვის ფინალში, შემდეგ ორშაბათს იბრძოლებენ – სოფო ბათილაშვილი, საბა კემულარია, ალექსანდრე მრელაშვილი და კოსტა კარანაძე.

ზვიად ბოლქვაძის არაჩვეულებრივი არანჟირებებით გაცოცხლებული ქართული მელოდიები სცენიდან ერთიმეორეს მიყოლებით იღვრებოდა. მონაწილეებს დიდი ნერვიულობა ეტყობოდათ, საბა კემულარიას პირველად დაავიწყდა ტექსტი, კოსტა კარანაძე კი ჟიურის შეფასებებს აშკარად ძალიან მტკივნეულად აღიქვამდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტური მაინც შედგა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ გამორჩეული მონაწილეებს შორის ერთადერთი გოგონა, სოფო ბათილაშვილი გახდა – მან ჟიურისგან ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დაიმსახურა და მაყურებლების გულიც დაიპყრო ჯერ ირაკლი ჩარკვიანის, შემდეგ კი ეთერ ჭელიძის სიმღერის ახლებური ვერსიებით. „ძეგლად გადმომეფარე“-ს სოციალურ ქსელში უკვე 150 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

წინ ფინალია. საინტერესოა, ვინ შეძლებს გამარჯვების მოპოვებას დაძაბული კონკურენციის პირობებში…

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here