სოფო ბათილაშვილი: „ინსტაგრამიდან“ გავიგე, რომ ჩემი კონცერტი რუსთავი 2“-ის ეთერში უნდა გასულიყო…“

სოფო ბათილაშვილი: „ინსტაგრამიდან“ გავიგე, რომ ჩემი კონცერტი რუსთავი 2“-ის ეთერში უნდა გასულიყო…“

სოფო ბათილაშვილი წერს იმ კონცერტის შესახებ, რომელიც სპორტის სასახლეშ აქციების დროს ჰქონდა, ახლა კი მისი ტელევერსია „რუსთავი 2“-ზე იხილა. მომღერალი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ არხზე აღარ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ამ კონცერტის ჩატარებაში წვლილი მიუძღვით.

გთავაზობთ მომღრლის პოსტს:

„ეხ!!

ჩემი სპორტის სასახლის კონცერტი გავიდა „რუსთავი 2“-ზე ახლახან…

კონცერტი მძიმე დროს დაემთხვა. ქვეყანა აყირავდა. ადამიანებს ტყვიები მოხვდათ,ზოგმა თვალი დაკარგა. რეპეტიციებიდან აქციებზე მივდიოდი, აქციებიდან – რეპეტიციებზე… მთელი ქვეყანა დაღლილი ვიყავით, ფიზიკურადაც და ემოციურადაც. არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ კონცერტის გაუქმება მინდოდა. როგორღაც დავთანხმდი იდეას, ძალა მომეკრიბა და მემღერა მაყურებლისთვის, რომელმაც ჩემს კონცერტზე მოსასვლელად ბილეთი იყიდა.

კონცერტის ეთერში გასვლაც რა პერიოდს დაემთხვა, ჩემზე კარგად იცით – ვინც ამ ჩემი კონცერტის კეთებაში ოფლი დაღვარა, მაგათმა უმრავლესობამ „რუსთავი 2“ საერთოდ დატოვა და სხვა სოფლის შენება დაიწყო. ეს ჩემი კონცერტი კიდევ დარჩა ასე, თავისთვის, ობლად.

გამიგია, სადღაც, შორს, განვითარებულ ქვეყნებში, მუსიკოსები შეიყრებიან ხოლმე და ვიდრე ეთერში გავა მაგათი ნამოქმედარი, პირველად თავად უყურებენ და თავიანთი შეხედულების მიხედვით მიჭრი-მოჭრიან, არამამაპაპურად რომ გითხრათ, აედითებენ ხოლმე.

მე კიდევ, ინსტრაგრამიდან გავიგე, შენი კონცერტი უნდა გავიდეს ეთერშიო. (ჩემმა პატარა მსმენელმა მომწერა, რეკლამა უნახავს).

საქართველოზე მეტად ხომ ქვეყანა ვერ მიყვარს, მაგრამ ხანდახან შიგნიდან მჭამს და მახრჩობს რაღაც ხმა – წადი!! მოშორდი!! ან დაჯექი სამუდამოდ შენს ოთახში და იქ აკეთე ეგ შენი საქმე, მთელი გულით, გულწრფელად და როგორც გაგიხარდება ისე, რადგან აქ ვერ გამოდის ვერც ის “სცენა”, რაც წარმოდგენებში გაქვს და ვერც ” პრე-პოსტ სცენა”, რაც მუხლჩაუხრელ შრომას და პატივისცემას გულისხმობს ყველაფრის მიმართ, ყველას მხრიდან. ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება, ძალიან გვიჭირს და სხვა რაღაცებზე ვდარდობთ.

იცით, როგორ მიხარია, რომ ერთხელ მაინც მოგისმენიათ ჩემი ნამღერებისთვის და სიამოვნება მიგიღიათ? იცით, როგორ მეამაყება, რომ მუსიკოსების გვერდით მომიწია სცენაზე დგომა? იცით, როგორ ვაფასებ ამ კონცერტის გაკეთებაში ვინც ელემენტარული წვლილი მაინც შეიტანა?! ასი სინათლის წელი არ მეყოფა ჩემი სიყვარულის და მადლიერების ბოლო წერტილამდე რომ მიგიყვანოთ, შეიძლება, იმის იქითაც მიდის ენერგიები…

მაგრამ, რა ვქნა? ვარ ასე და ვეძებ გამოსავალს მთელი ცხოვრებაა. ყოველთვის,ასე. რა ვუყო ამ ჩემს თავს და ჩემს იდეებს, რომლებიც იდეებად რჩებიან. კარგი რამეების კეთება რომ მინდა, ეგ სად დავაძინო?!

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს ვიწვალებ მიზნების მისაღწევად და მივაღწევ თუ ვერა, ერთი იცოდეთ, ისე მიყვარხართ, რომ მეტად ვეღარ წარმომიდგენია.

თქვენი სოფო, დავითის და მაიას ასული“.

ფოტო: მარი ნაკანი

სიახლეები/

|

October 7, 2019 / 1:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Let’s show fucking Russian how we can party !!! – Oscar and the wolf-მა ქართველ მსმენელს მიმართა

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ (ფოტოები)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები. კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაო ხანია, რაც გრძელდება. როგორც ჩანს, წყვილმა ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტა. ფოტოები გოგა […]

მერაბ სეფაშვილი დღეს 58 წლის გახდა

ცნობილი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშილი დღეს, 15 ოქტომბერს, იუბილარია. მას 58 წელი შეუსრულდა. მომღერლისთვის მისალოცად მისი შვილები და პროდიუსერი, გია გოგორიშვილი შეიკრიბნენ და დაბადების დღეზე სიურპრიზად პოპულარულ შემსრულებელს ტორტი მიართვეს. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვის მიუძღვნა თავისი პირველი კონცერტი სოფო ბათილაშვილმა

სოფო ბათილაშვილის პირველმა სოლოკონცერტმა სპორტის სასახლეში, „ბრავო“-სა და „რუსთავი 2“-ის ორგანიზებით წარმატებით ჩაიარა. სოფომ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც ხალხი და მუსიკოსები, მათ შორის თავადაც არის გადაღებული და დაწერა: „მეკითხებიან თუ რა მოდის შემდეგ. ზუსტად არ ვიცი,როგორი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი სათქმელი… ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული გავხდი. […]

სოფო ბათილაშვილი დღევანდელი კონცერტის რეპეტიციის კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)

28 ივნისს, სპორტის სასახლეში, საღამოს რვა საათზე, „მხოლოდ ქართულის“ აღმოჩენისა და პირველი სეზონის გამარჯვებულის, სოფო ბათილაშვილის პირველი სოლოკონცერტი და სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. ალბომი უკვე გამოცემულია და მყიდველს ელოდება, ხოლო კონცერტზე სოფო მოწვეულ სტუმრებთან, ბენდ „ნიუტონთან“ და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად წარდგება. სოფო აქვეყნებს ვიდეოს რეპეტიციიდან, რომელიც სპორტის სასახლეში კონცერტამდე გაიარა. (ვიდეო)

სოფო ბათილაშვილმა აქციაზე „ჰერიო, ბიჭებო“ შეასრულა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი ერთ-ერთი ცნობილი სახეა, ვინც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე აქტიურად ჩანს. მან სცენაზეც გადაინაცვლა და შეკრებილი საზოგადოების წინაშე გია ყანჩელის ცნობილი სიმღერა – „ჰერიო, ბიჭებო“ შეასრულა. სოფოს შესრულებას აპოლოდისმენტები მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან. „თავისუფლებას ვერასდროს ვერაფერი გააჩერებს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენრიცხოვანია მტერი. თავისუფლებაც, რამდენრიცხოვანიც უნდა იყოს, ნებისმიერ მტერს ამარცხებს ყოველთვის“, […]

„სოფო ბათილაშვილის კონცერტი არ იქნება დივას კონცერტი, რომელიც სცენაზე შლეიფიანი კაბით გამოვა…“

„ბრავო რეკორდსმა“ სოფო ბათილაშვილის სადებიუტო ალბომი გამოსცა, მისი სახელწოდებაა „პერიფრაზი”. ალბომში შესულია პროექტ „მხოლოდ ქართულში“ სოფოს  მიერ შესრულებული თითქმის ყველა სიმღერა: „იაგუნდი“; „ძეგლად გადმომეფარე“; „ჰერიო ბიჭებო“; „ჯადოსნური კვერცხი“; „ჩემი აღარა ხარ მორჩა“; „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“; „თათრის გოგონავ“; „ადანდალი” და „ფაჩუჩები“. შეგახსნებთ, რომ 28 ივნისს, კომპანია „ბრავო რეკორდსი“ და „რუსთავი 2“ სპორტის სასახლეში სოფო ბათილაშვილის […]

სოფო ბათილაშვილის სოლოკონცერტი სპორტის სასახლეში 28 ივნისს გაიმართება

სოფო ბათილაშვილი 28 ივნისს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში სოლოკონცერტს მართავს. ღონისძებას „ბრავო რეკორდსი“ და „რუსთავი 2“ წარმოგიდგენთ. სწორედ „ბრავოში“ იწერება „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებულის სადებიუტო ალბომი, რომლის პრეზენტაციაც არის დაგეგმილი კონცერტზე. კონცერტში მონაწილეობენ ზვიად ბოლქვაძე, ბენდი „ნიუტონი“ და სპეციალურად მიწვეული სტუმრები, რომლებიც სოფოსთან ერთად იმღერებენ. ალბომი კონცერტის შემდეგ იქვე გაიყიდება. რაც შეეხება ღონისძიებაზე დასასწრებ […]

რეკლამა