სოფი ვილის ახალი ვიდეორგოლი და ალბომი, რომლის პრეზენტაციაც ნიუ იორკში შედგება

სოფი ვილის ახალი ვიდეორგოლი და ალბომი, რომლის პრეზენტაციაც ნიუ იორკში შედგება

12 აპრილს ინტერნეტში შედგა ქართველი შემსრულებლის, სოფი ვილის ახალი ვიდეოკლიპის პრემიერა. ის „იუთუბზე“ განთავსდა. მას ქართველი მუსიკოსები სოცქსელში აზიარებენ და წერენ, რომ ძალიან სასიხარულოა, როცა საქართველოში მსოფლიო დონის მუსიკა იქმნება.

სოფი ვილიმ ეს კომპოზიცია თავად დაწერა, ტექსტიც მას ეკუთვნის, არანჟირება კი ნიკაკოისთან, ანუ ნიკა მაჩაიძესთან ერთად გააკეთა. ამ არჩევანს იმით ხსნის, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ნიკა მაჩაიძეზე კარგი არტისტი არ ეგულება და სურდა, კომპოზიციისთვის ელექტრონული ჟღერადობა მიეცა.

„Swim On“ არის პირველი სინგლი ალბომიდან, რომლის პრეზენტაციაც 5 მაისს, ნიუ იორკში, „როკვუდ ჰაუს ჰოლში“ შედგება. ამას მოჰყვება რამდენიმე კონცერტი ნიუ იორკში, ერთი ფილადელფიაში, შემდეგ სოფი ვილი უკრაინული ფესტივალის, „ატლას უიკენდის“ სტუმარი იქნება, შემოდგომის დასაწყისში კი ალბომს ქართველ მსმენელს თბილისში წარუდგენს.

ალბომი საქართველოში ჩაიწერა, გვაჯისთან, ანუ გიორგი გვარჯალაძესთან. სოფი თავად არის საკუთარი ალბომის პროდიუსერი. დისკზე ქართველი მუსიკოსი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

რაც შეეხება ვიდეოს, ის ერთ-ერთ საცურაო აუზზე გადაიღეს, ბატუტზე, მასში სოფის გარდა ქართველი სპორტსმენები მონაწილეობენ. კლიპის რეჟისურა სოფი ვილის ეკუთვნის ლუკა ბერიძესთან ერთად.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

April 13, 2017 / 4:04 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ორი ფეხმძიმე „ნიჭიერის“ ჟიურიში (ფოტო)

„ნიჭიერის“ ჩაწერები უკვე დაწყებულია. ფილარმონიაში რამდენიმე ტური უკვე დაგეგმილია, რის შემდეგაც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველად ამ მეგაშოუს სეზონი ჩაეშვება. აქამდე „ნიჭიერი“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, მაგრამ მცირე ხნის წინ, ამ არხის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ ტელეკომპანია დატოვეს და „იმედზე“ გადაინაცვლეს თავიანთი გუნდითა და პროექტებით, მათ შორის „ნიჭიერით“. „ნიჭიერის“ ჟიურის გაცხადებას დიდი აჟიოტაჟი […]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს. „მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა. წინასწარ გმადლობთ“. შეგახსენებთ, […]

როგორ რეპავს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლი ქართულად (ვიდეო)

„მგზავრების“ სოლისტი, გიგი დედალამაზიშვილი, რამდენიმე წელია, დაქორწინებულია. მისი მეუღლე, უკრაინელია, მარინა კარპი. წყვილს ერთი გოგონა ჰყავს. მარინა ფოტოგრაფია და წელიწადის ნაწილს საქართველოში ატარებს, ნაწილს – უკრაინაში. გიგიმ მაქსიმალურად შეუწყო ხელი მეუღლეს, რომ მას მუშაობა შესძლებოდა. მარინა ახლა უკრაინაშია. მან თბილისის სიყვარული და მონატრება ვიდეოთი გამოხატა, სადაც ასახულია, როგორ რეპავს ის თავის მეგობართან ერთად, რომელიც ასევე […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„არტ-გენი 2017“ თბილისში სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება

ფოლკლორულმა ფესტივალმა „არტ-გენმა“ უკვე მოიარა სხვადასხვა ლოკაცია საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უამრავი საინტერესო ღონისძიება. 17 ივლისიდან კი „არტ-გენი“ სტარტს უკვე თბილისში აიღებს და რამდენიმე დღეს გასტანს. პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვანია. 17 ივლისს ის სოფი ვილის კონცერტით გაიხსნება. ქართველი შემსრულებელი ღონისძიებაზე ბენდთან ერთად წარდგება და კომპოზიციებს ახალი ალბომიდან შეასრულებს. 18 ივლისს მთავარ სცენას ბათუმური ჯგუფი Asea Sool დაიკავებს, […]

ლაშა გაბუნია სოფი ვილისა და ლუკა ზაქარიაძის “არ დაიჯეროს“ უგემოვნოს უწოდებს

მუსიკალური კრიტიკოსი ლაშა გაბუნია ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს სოფი ვილისა და ლუკა ზაქარიაძის მიერ შესრულებულ, იშხნელების სიმღერას “არ დაიჯერებ“, რომელიც სპეციალურად დათო ევგენიძის პროექტისთვის ახლებურად შესრულდა. როგორც ლაშა წერს, ამ ვერსიით ღირსეულმა ხალხმა სიმღერა “გააბანძა“. დავინტერესდით, რატომ ფიქრობს ასე და ჟურნალისტს კომენტარისთვის დავუკავშირდით. ლაშა გაბუნია: არ ვიცი, რა პროექტისთვის შეიქმნა ეს ვერსია და როგორც ჩვეულებრივი მსმენელისთვის, […]

რეკლამა