Sia- მ ორლანდოს ტერაქტში დაღუპულებს, ემოციური კლიპი მიუძღვნა

0
2395

ავსტრალიელმა შემსრულებელმა “Sia“ – მ, სულ ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა, თუმცა უკვე წარმატებულ მოცეკვავესთან, მედი ზიგლერთან მორიგი თანამშრომლობის შედეგი წარადგინა.

ახალი კლიპი სიმღერაზე “The Greatest”, ორლანდოს ტერაქტში დაღუპულ ადამიანებს ეძღვნება, როგორც ერთგვარი თანაგრძნობის ჟესტი.

ვიდეოში ვხედავთ მოცეკვავე მედის, რომელიც მათი წინამორბედი ნამუშევრებისგან განსხვავებით, ამჯერად არა თეთრი, არამედ შავი პარიკით მოგვევლინა. კლიპში მოქმედება, იმპროვიზირებულ ციხესა და ღამის კლუბში ვითარდება. შეგახსენებთ ორლანდოში, საზარელი და სისხლიანი თავდასხმა, სწორედ ღამის კლუბში მოხდა.

სიმღერის ვიდეოკლიპში მედი ზიგლერი სიმბოლურად 49 ადამიანთან ერთად ცეკვავს, რადგან ზემოხსენებულმა ტერაქტმა, სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს.

სიას ახალი სიმღერის მთავარი დევიზი შეუპოვრობა და სიძლიერეა, “თუ შენ გადარჩი, უნდა ეცადო გახდე დიადი!“ – მღერის შემსრულებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here