შორენა ბეგაშვილმა დემნა გვასალიას 1100-ევროიანი ჩექმები მოირგო

შორენა ბეგაშვილმა დემნა გვასალიას 1100-ევროიანი ჩექმები მოირგო

„ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია უცხოელ ვარსკვლავებს შორის თავისი კოლექციებით დიდ პოპულარობას იხვეჭს. ახლახან მას პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო გადაეცა მოდის სამყაროში. მის ნამუშევრებს შორის ორიგინალური ჩექმებია, რომელთა ფასიც ასევე საკმაოდ შთამბეჭდავია.

ერთ-ერთი ასეთი ვარდისფერი ჩექმა შორენა ბეგაშვილმაც მოირგო და შესაბამისი ფოტო „ფეისბუქზე“ განათავსა. ამგვარი ჩექმის ფასი 1130 ევრო გახლავთ.

შორენას ფოტოს შემდეგი სახის კომენტარები მოჰყვა:

„სურამელაშვილი არ გაპატიებს…“

„საყვარელი „ბალენსიაგები“, იქნებ თავიდან ფეხებამდე გადაიღო და გვაჩვენო…“

„ულამაზესი „გვასალიები“

„დამცხა, მაგრამ ლამაზია…“

„რა უბედურებებია…“

„ამის ჩაცმაზე რამდენი დრო დაგჭირდა, წარმოვიდგინე…“

 

სიახლეები/

|

June 30, 2017 / 2:44 pm

TOP სიახლეები

ავთანდილ ცვიტინიძის მეუღლის გრანდიოზული დაბადების დღე და ულამაზესი წითელი კაბა (ვიდეო)

18 თებერვალს დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეს, ხათუნა თოთლაძის დაბადების დღე იყო და ის გრანდიოზულად აღინიშნა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც წყვილის მეგობრები შეიკრიბნენ, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. ხათუნა დაბადების დღეზე ულამაზესი წითელი კაბით გამოცხადდა. შესაბამისი ვიდეო ავთანდილმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა და დაბადების დღე მიულოცა მეუღლეს. ამ დღეს მუსიკალური ნომრების გარეშე, რასაკვირველია, არ ჩაუვლია. სცენა დაიკავეს […]

ნათია დუმბაძეს გოგონა შეეძინა – მომღერალმა ლოს-ანჯელესში იმშობიარა

ნათია დუმბაძესა და მის მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს, აშშ-ში გოგონა შეეძინათ. პატარა 18 თებერვალს დაიბადა, „სედარ სინაი ჰოსპიტალში“, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს. ნათიას მეუღლე ბოლო პერიოდია, აშშ-ში ცხოვრობს, მომღერალი ხშირად სტუმრობს ხოლმე მას, მეორე ბავშვის მოლოდინში კი ბოლო რამდენიმე თვე მეუღლესთან ერთად გაატარა და მშობიარობაც იქ გადაწყვიტა. ნათიასა და ბაჩოს პირველი შვილი ბიჭი ჰყავთ, რომელსაც დუდუ ჰქვია. […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკა დათო არჩვაძის სიმღერაზე აცეკვდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება მაია ლებანიძის გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ ცეკვავს „ჩემი ცოლის დაქალების“ ნუნუკას როლის შემსრულებელი, ქეთი ჩხეიძე დათო არჩვაძის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე. ვიდეო თავად დათომ გააზიარა და დააწერა, – „ ჩემს სიმღერაზე აცეკვებული ჩემი უსაყვარლესი მსახიობი ქეთი ჩხეიძე (ნუნუკა), რომელიც არანაკლებ გემრიელად და მაგრად მღერის და დუეტის ჩაწერის პირობაც დადებულიააა…“

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

დემნა გვასალია: „არ ვფიქრობ, რომ ელეგნატურობა მნიშვნელოვანია…“

„გარდიანი“ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ: 36 წლის ქართველი, Balenciaga’s კრეატიული დირექტორი, ტრადიციული სტანდარტული მოდით დაიღალა და ფანტაზიას მართლაც არნახული გასაქანი მისცა. რა იქნება შემდეგი, ამაზე საუბარიც კი ძალიან რთულია. იმისათვის, რომ მიხვდეთ, თუ რატომ არის დემნა პარიზის ყველაზე ცხელი დიზაინერი, უნდა დაივიწყოთ ყველაფერი, რაც კი აქამდე ამ ქალაქის შესახებ […]

შორენა ბეგაშვილის თეთრი ახალი წელი (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილი ყველა ფოტოზე არაჩვეულებრივად გამოიყურება. საახალწლოდ ფოტოგრაფმა ნათია ღაჩავამ კიდევ ერთი ფოტოსესია გადაუღო. ამჯერად, ტელეწამყვანმა და მსახიობმა თეთრი წინდები და ამავე ფერის ნაქსოვი ზედა მოირგო, რომელშიც, ალბათ, არ გაგიკვირდებათ და მაინც, სექსუალურად გამოიყურება. ფოტოებში შორენა დიდ დათუნიასაც ეხუტება. ფოტოები

შორენა ბეგაშვილის საახალწლო ფოტომ მის ორსულობაზე ჭორები წარმოშვა

შორენა ბეგაშვილი ახალ-ახალი ფოტოები გვანებივრებს. „ინსტაგრამზე“ ახლახან მან საახალწლო განწყობაც შემოიტანა, როცა ულამაზეს წითელ კაბაში ნაძვის ხესთან გადაღებული ფოტო განათავსა, მანამდე კი გადაღებებიდან მცირე ვიდეოც შემოგვთავაზა. ფოტოები ნათია გაჩავას ეკუთვნის. წითელკაბიან ფოტოს, სადაც შორენას ხელი მუცელზე უდევს, უამრავი კომენტარი მოჰყვა, მათ შორის მსახიობს იმასაც ეკითხებიან, არის თუ არა ის ორსულად. შორენას ამ ჭორზე ჯერჯერობით არ […]

დემნა გვასალიას „დუტის“ ქურთუკები აქტუალობას არ კარგავს

დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგას“ სახლისთვის შექმნილი ულტრათანამედროვე „დუტის“ ქურთუკი რამდენიმე სეზონია არ კარგავს აქტუალურობას. მისი ნახვა დიდ ქალაქში უფრო ხშირად შეიძლება, ვიდრე სათხილამურო კურორტზე, რაც ყველაზე მეტად მოდის მოყვარულებს ახარებთ, რომლებიც პოდიუმის მორიგი ტრენდის დევნაში სიცივისგანაც ახერხებენ თავის დაცვას. როგორც აღმოჩნდა, „დუტის“ ქურთუკი ნებისმიერ ტანსაცმელს ერგება, მოკლე კაბით და ატლასის ფეხსაცმლით დაწყებული, ყოველდღიური ჯინსებითა და სპორტული […]

ნიკოლ კიდმანმა თავისი გრძელი ფეხები დემნა გვასალიას შექმნილ ჩექმა-ელასტიკში გამოაჩინა (ფოტო)

ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ორ ფოტოს, სადაც ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმა-ელასტიკი აცვია. მსახიობი დემნას მიერ „ბალენსიაგას“ სახლისთვის შექმნილი ჩექმების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს და წერს: „ძალიან მიყვარს „ბალენსიაგას“ ელასტიკი. დიდი მადლობა Glamour-ს ამ გადაღებისთვის, პატივია, რომ წლის ერთ-ერთ ქალბატონად დამასახელეთ…“, აღნიშნა ნიკოლმა.ფოტო

რეკლამა