შორენა ბეგაშვილმა ახალი ვარცხნილობა მოირგო – „ლორენ ჰილს ჰგავხარ“

შორენა ბეგაშვილმა ახალი ვარცხნილობა მოირგო – „ლორენ ჰილს ჰგავხარ“

შორენა ბეგაშვილი დასვენების დღეებს შავი ზღვის სანაპიროზე ატარებს. სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს სხვადასხვა ადგილიდან. შორენა, ძირითად დროს, აუზზე ატარებს.

ახლახან აუზზე მყოფმა ფოტო გადაიღო და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა. ტელეწამყვანს იმიჯის შეცვლა გადაუწყვეტია და თმა დაიხვია. ასეთ დახვეულ თმაში ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მსახიობს კომპლიმენტებით ავსებენ და წერენ, რომ მას ყველაფერი უხდება. „ლორენ ჰილს ჰგავხარ“, უწერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

სიახლეები/

|

August 7, 2017 / 3:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერის ოფიციალური ფოტოები

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 11 ნოემბერს დაქორწინდნენ. მათ ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს, სადაც ცერემონია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყვილის ბედნიერება მათმა ოჯახებმა და ახლობლებმა გაიზიარეს. ნანუკა ტაძრამდე მამამ მიაცილა. ნეფეც და პატარძალიც ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. ერთ-ერთი ფოტოსტუდიის Savemomentstudio „ფეისბუქ“-გვერდმა ჯვრისწერიდან ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა. (ფოტოები)

„სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა…“

სვეტიცხოველში ბერა ივანიშვილის გუშინდელ ჯვრისწერას სოცქსელებში და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შვილის ქორწილისთვის სვეტიცხოველი დახურა. კრიტიკის პარალელურად, სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრებებიც გამოითქვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს. ნინა კობახიძე, სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელი: „სვეტიცხოველი კი არა, მთელი ქვეყანა დახურა სააკაშვილმა, შერონ სტოუნობა გამახსენდა უცებ, აივნიდან რომ ვერ გადმოიხედებოდი და თან ფული უნდა ჩაგვეტანა […]

ლევან კბილაშვილის გამოსვლა რუსულ „ვოისში“ – „ეს მხოლოდ დასაწყისია!..“

„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა მხარდამჭერების მისამართით: „მე დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

შორენა ბეგაშვილი თეთრ პალტოში თბილისობაზე (ფოტოები)

შორენა ბეგაშვილმა ანრი ჯოხაძესთან ერტად თბილისობაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის ტელეწამყვანი და მსახიობი აქაც შესანიშნავად გამოიყურება. თეთრ ქათქათა პალტოში და ბოტფორდში გამოწყობილმა მსახიობმა თბილისობაზე „პრაიმშოუს“ ინტერვიუ მისცა და უამრავი ფოტოც გადაიღო მსურველებთან. შეგახსენებთ, მსახიობი ახლახან გათხოვდა და შვილთან და მეუღლესთან ერთად ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.  

შორენა ბეგაშვილის თვალისმომჭრელი ფოტოები საცურაო კოსტიუმში – „ვენსან კასელის ცოლს ჰგავხარ“

შორენა ბეგაშვილმა ზღვისპირეთში საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც სოცქსელში ძალიან პოპულარული გახდა. შორენა სხეულზე ყველანაირ საცურაო კოსტიუმს იხდენს და შესანიშნავად გამოიყურება. რასაკვირველია, მას კომპლიმენტები არ დააკლეს. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი ხუჭუჭა თმაში ფრანგი მსახიობის, ვენსან კასელის მეორე ცოლს, ტინა კუნაკს ამსგავსებს და აღნიშნავს: „ვენსანის ცოლს ჰგავხარ“.

როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის მეუღლე – მსახიობი გათხოვდა

შორენა ბეგაშვილმა დაბადების დღე მცხეთაში გადაიხადა. მას უამრავი ცნობილი სახე სტუმრობდა, ვინც შორენასთან მეგობრობს, მათ შორის იყვნენ კახა მამულაშვილი და ლელა წურწუმია, ნოდიკო ტატიშვილი, ნიკა ხაჩიძე, მაკა ზამბახიძე და სხვები… შორენას დაბადების დღეზე მისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანიც იმყოფებოდა. ეს ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე გახლავთ, რომელთანაც მსახიობს არაერთი წლის რომანი აკავშირებს. როგორც ამბობენ, თეთრ კაბაში გამოწყობილი […]

როგორ გამოიყურება უმაკიაჟოდ შორენა ბეგაშვილი (ფოტო)

შორენა ბეგაშვილი თურქეთშია. როგოც ჩანს, ის ისევ თავის გოგონასთან ერთად არის. ევას მკურნალობა, როგორც მცირე ხნის წინ მსახიობმა აღნიშნა, ჯერ არ დასრულებულა. შორენამ სოციალურ ქსელში ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც უმაკიაჟოდ არის და მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება. შორენას ეკითხებიან, რატომ არის ასეთი მოწყენილი, რაზეც პასუხობს, რომ მთელი ღამე არ ეძინა, თუმცა მიზეზს არ ასახელებს. (ფოტო)

შორენა ბეგაშვილმა სახლში დამალული ჯადო იპოვა (ფოტო)

შორენა ბეგაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ბრჭყვიალა ნივთია გამოსახული. როგორც ტელეწამყვანი წერს, ის სახლში საგულდაგულოდ დამალული იპოვა. შორენა აღნიშნავს: „ვიპოვე სახლში საგულდაგულოდ დამალული ჯადო. რა მიზნით იყო, არ ვიცი. სავარაუდოდ, კარგი არაფრისთვის. ვაი თქვენს პატრონს!..“  

რეკლამა